საზოგადოება მსოფლიოს საუკეთესო მზარეული იტალიელია 2013, 6 აპრილი, 18:20 ერთ-ერთმა ჟურნალმა სახელწოდებით "რესტორანი", რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებსა და მათ თანამშრომლებს ასახელებს, წელს მსოფლიოს საუკეთესო შეფ-მზარეულად ქალბატონებში წარმოშობით იტალიელი ნადია სანტინი დაასახელეს გამარჯვებულად, რომლის სამუშაო რამდენიმე ასეულმა სპეციალისტმა შეაფასა. თავად გამარჯვებული ქალბატონი კი თავის წარმატებას ბებიას და მეუღლის დედას უმადლის, რომლებმაც ზრდასრულ ასაკში ასწავლეს და შეაყვარეს ნადიას საჭმელების მომზადება.როგორც თვითონ ამბობს, იგი გათხოვებამდე არასოდეს ყოფილა ამ საქმის კეთებით გატაცებული, მაგრამ მეუღლის ოჯახმა, რომელთაც საკუთარი რესტორანი ჰქონდათ და მისი ხელმძღვანელობა აუცილებელი გახდა, მან აიღო ვალდებულება ეხელმძღვანელა რესტორნისთვის, რომელიც ორ დიდ ქალაქს შორის ერთ პატარა სოფელში მდებარეობს.როგორც რესტორნის მეპატრონე ნადია სანტინი აცხადებს, აღნიშნულ რესტორანს 100 წლის ისტორია აქვს და მისი დიდი ოჯახის რამოდენიმე წევრი სწორედ იქ არის დასაქმებული. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რესტორანი დიდი ოჯახის გვარის სახელწოდებით არის ცნობილი "სანტინი". მისივე თქმით, რესტორნის მენიუ ძირითადად სეზონზეა მორგებული, თუმცა ზოგიერთი კერძის შეკვეთა მთელი სეზონის განმავლობაშიც არის შესაძლებელი. გასულ წელს ეს ტიტული -მსოფლიოს საუკეთესო შეფ - მზარეული ესპანელმა ქალბატონმა - ელენა არსაკმა მიიღო. საინტერესოა, საქართველო იღებს თუ არა მონაწილეობას ამ კონკურსში? არადა, ღრმად ვარ დარწმუნებული, გამარჯვებას არავის დაუთმობს ქართველი, რამდენადაც ქართული სამზარეულო ხომ მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი უგემრიელესი კერძების ქვეყანა. 94 28-ს მოსწონს 1-ს არა
|