x
image
worldsport.ge
ბერძენ ფეხბურთელს ნაცისტური მისალმება ძვირი დაუჯდა

imageათენის აეკ-ის 20 წლის ფეხბურთელია გეორგის კატიდისი, რომელმაც 16 მარტს, საბერძნეთის ჩემპიონატის მატჩში, “ვერიას” კარში გატანილი გოლი ნაცისტური მისალმებით აღნიშნა, ძალიან მკაცრად დაისაჯა.
საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ კატიდისს საერთაშორისო დონეზე თამაში სამუდამოდ აუკრძალა.
აეკ-მა მას 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუტანა, 1000 ევრო ჯარიმა დააკისრა და უახლოესი 3 თვის მანძილზე ნებისმიერ სტადიონზე შესვლა აუკრძალა.
5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია სიმბოლურია, რადგან მანამდე აეკ-ის მესვეურებმა უკვე განაცხადეს, რომ სეზონის ბოლომდე ფეხბურთელი გუნდიდან გარიცხეს.
სხვათა შორის, ნაცისტური მისალმების შემდეგ, კატიდისმა თავის მართლება დაიწყო და ბოდიშიც მოიხადა.
“მე არავითარ შემთხვევაში რასისტი არ ვარ” – დაწერა მან თავის “ტვიტერში”


www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0