x
image
worldsport.ge
ბუდაპეშტში ფერენც პუშკაშის ძეგლი გახსნეს

imageუნგრული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, ფერენც პუშკაშს ბუდაპეშტში ძეგლი დაუდგეს. გახსნის ცერემონიალს უამრავი ცნობილი პიროვნება ესწრებოდა. მათ პატივი მიაგეს ხსოვნას ადამიანისა, რომელმაც სანაკრებო დონეზე 84-ჯერ შეარხია მოწინააღმდეგეთა კარის ბადე, ხოლო მადრიდის “რეალის” მაისურით ჩატარებულ 372 შეხვედრაში 324 გოლი გაიტანა. “სამეფო კლუბთან” ერთად მან 7-ჯერ ესპანეთის ჩემპიონობა და 3-ჯერ ჩემპიონთა თასი მოიპოვა. 1959/60 წლების ფინალურ მატჩში კი, გერმანულ “აინტრახტს” 4 გოლი გაიტანა, რაც დღემდე რეკორდად რჩება.
ძეგლის იდეა მოქანდაკეებს დიულა პაუერსა და დავიდ ტოტს ერთმა ძველმა ფოტოსურათმა შთააგონა, რომელშიც პუშკაში მადრიდის ტოროს-დე-ლას-ვენტას მოედანზე ბავშვებს საფეხბურთო ოსტატობას უჩვენებს.
2 აპრილს პუშკაში 86 წლის გახდებოდა.


www.worldsport.ge

0
38
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0