x
image
worldsport.ge
ტევესს 250 საათი საზოგადოებრივი სამუშაო მიუსაჯეს

imageოთხშაბათს მაკლსფილდის სასამართლომ, დაზღვევისა და მართვის მოწმობის გარეშე მანქანის მართვისთვის, “მანჩესტერ სიტის” არგენტინელ შემტევ კარლოს ტევესს 250 საათის საზოგადოებრივი სამუშაო და 1000 გირვანქა სტერლინგი ჯარიმა შეუფარდა. ამასთან, ტევესს 6 თვით აეკრძალა საჭესთან დაჯდომა. თავიდან სამი თვით დაპატიმრებას უპირებდნენ, მაგრამ არგენტინელმა “დანაშაული” აღიარა და ოდენ ჯარიმა და საზოგადოებრივი სამუშაოები აკმარეს. სასამართლოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ელიზაბეტ დეპეირსმა ტევესს უთხრა: “უნდა გესმოდეთ, რომ ასიათასობით ადამიანისთვის მისაბაძი მაგალითი ხართ. კანონზე მაღლა ვერავინ დადგება და მართვის მოწმობის გარეშე საჭესთან არ უნდა დამჯდარიყავით. თუმცა დასაფასებელია, რომ მომხდარი გაითავისეთ”.


www.worldsport.ge

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0