x
image
ვიზა კოხაძე
ვანო მერაბიშვილი კულტურის სამინისტროშია მიწვეული

image"ნაციონალერი მოძრაობის" გენერალური მდივნის ემოციები არ ცხრება, რისი მოწმენიც ბოლო ორი დღის მანძილზე არა ერთხელ გავხდით და კარგად მოგეხსენებათ მისი აღშფოთების მიზეზიც და საბაბიც.საქმე იმ გახმაურებულ ახალციხის "რაბათის ციხეს" უკავშირდება, რომელიც ცოტა ხნის წინ კულტურის სამინისტროს მიერ სარესტავრაციო ძეგლთა ჩამონათვალში მოხვდა, რამაც "ნაც."-ების გაღიზიანება გამოიწვია.არცაა გასაკვირი ასეთი რეაქცია, რადგან რაბათი მართლაც უნიკალური და ულამაზესია და საფუძველს მოკლებულია მისი სარესტავრაციო ნუსხაში შეტანა.კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინე მიზანდარმა განაცხადა, რომ იგი მიესალმება ვანო მერაბიშვილის სურვილს და ივანე მერაბიშვილი 2013 წლის 5 აპრილს 12:00 საათზე კულტურის სამინისტროში მრგვალ მაგიდასთან მიიწვია ზემოთ აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ.:მრგვალი მაგიდის" თემა იქნება ისტორიული არქიტექტურის მეტამორფოზა ახალციხის რაბათის მაგალითზე"- აღნიშნავს კულტურის მინისტრის მოადგილე.imageimage

როგორც ირკვევა, კულტურის სამინისტროს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი წინა ხელისუფლების დროს "რაბათის ციხის" რესტავრაციის ფარგლებში დაშვებული ხარვეზების გასწორება.

ვეთანხმები მერაბიშვილს, როდესაც აცხადებს, რომ "ახალციხის კომპლექსი ყველა ახალციხელის სიამაყედ იქცა და ეს არის ყველაზე ნათელი წერტილი ამ რეგიონში". imageდა აქვე თამამად დავსძენ, რომ არა მარტო ახალციხელებისთვის, "რაბათი" მართლაც თითოეული ჩვენთაგანის სიამაყე და მშვენებაა და სამოქალაქო საზოგადოებაც რომ ჩაერთოს ამ საკითხების განხილვაში, არ იქნებოდა ურიგო.წინა ხელისუფლებას ვაკრიტიკებდით იმის გამო, რომ ხალხის ხმა მათთვის მიუწვდომელი იყო, იქნებ 'ახლებმა" მაინც მოუსმინონ და ყურადიღონ საზოგადოების გულისტკენაც, იქნებ ერთხელ მაინც ვინმემ ამ ქვეყანაში პატივი სცეს საზოგადოების აზრს.imageimageimage
image



4
26
25-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
26
  
2013, 4 აპრილი, 20:40
მენანება ძალიან
2013, 4 აპრილი, 20:38
მართალია აბა რა არის?
2013, 4 აპრილი, 15:10
ისე,ვანო ამ შემთხვევაში მართალია.მე ასე მგონია.
2013, 4 აპრილი, 11:51
”ნაციონალერი მოძრაობის" გენერალური მდივნის ემოციები არ ცხრება”

იმედია, 19 აპრილის შემდეგ დაცხრება
0 1 4