საზოგადოება გიგა ბოკერიას მეუღლე, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს. 2013, 2 აპრილი, 14:25 გამთენიისას სოციალურ ქსელში უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას მეუღლის, ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის წერილი გამოქვეყნდა, სადაც ახალი ხელისუფლების ვითომდა "ახალ ინტრიგებზეა" საუბარი.აღნიშნულ წერილში სტატიის ავტორი ამბობს:"37 წლის ვარ და 47 წელია დავვფრინავ:) მიფრენია პატიაშვილის, გუმბარიძის, გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის მთავრობის დროს.ახლახან ჩამოვფრინდი სტრასბურგიდან, ჩემი უფროსი შვილის სანახავად ვიყავი ჩასული, უმცროს ქალიშვილთან ერთად.
ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში პირველად, ჩემი ჩემოდანი შემოსავლების სამსახურმა წაიღო და გახსნა მოითხოვა.მიზეზი რომ ვკითხე, ერთგვაროვანი რა გიდევთო, კითხვითვე მიპასუხეს...მერე რაღაც წამლის ძებნა დაიწყეს და ჩემი დის მეგობრისთვის წამოღებული ორსულის ვიტამინი აღმოაჩინეს..."
როგორც თავის სტატიაში ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, მას ცოტა შეეცოდა კიდეც უხერხულ მდგომარეობაში ჩაცვენილი შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები.გაირკვა, რომ ისინი სუბოტექსს ეძებდნენ.
P. ს გასაკვირია, რომ მგზავრების გარჩევას არ აწარმოებდნენ, თორემ თამარი რომ იქ შეემჩნიათ, მის ჩემოდანს ხომ არ შეეხებოდნენ?
ყოფილი ხელისუფლება ხომ სწორედ მსგავსი ფაქტების გამოვლენითა და სასტიკი ანგარიშსწორებით იყო დაკავებული.განა მათ კისერზე არ არის უამრავი ქართული ოჯახის გაუბედურება თუ განადგურება?განა დაავიწყდა საზოგადოებას, როგორ სჯიდნენ უდანაშაულო ადამიანებს?აშკარაა, რომ ქალბატონ თამარს მეხსიერება ღალატობს, ისევე როგორც სხვა მის თანამოაზრეებს, მაგრამ ქართული საზოგადოება ნიჭიერია და გონიერი და არავისთვის გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს ასეთი "მკაცრი" კონტროლი, თუ შეიძლება ამ ფაქტს ასე ეწოდოს!ახლებმა ხომ ყველაფერი საქართველოს პოლიტიკური ისტორიის უახლესი წარსულიდან ისწავლეს. 211 24-ს მოსწონს 1-ს არა
|