x
image
worldsport.ge
ლაუდრუპის გამოსასყიდი თანხა 10 მილიონი ფუნტია

imageთუ რომელიმე კლუბს “სუონსის” მთავარი მწვრთნელის, მიკაელ ლაუდრუპის გადაბირება სურს, მას უელსური გუნდისთვის 10 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს. The Sun-ის ცნობით, დანიელსა და მის კლუბს შორის ახლახანს გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, მთავარი მწვრთნელის გამოსასყიდი თანხა სწორედ ამდენია.
ცოტა ხნის წინათ, ლაუდრუპმა და “სუონსიმ” ახალი ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც მხარეებს ერთმანეთთან 2015 წლამდე აკავშირებს. ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, ახალ კონტრაქტში დანიელი სპეციალისტის გამოსასყიდი თანხაცაა გათვალისწინებული. ლაუდრუპის მსურველ კლუბს 10 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს, საიდანაც 3 მილიონს თავად მწვრთნელი მიიღებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაუდრუპის სამსახურით ლონდონური “არსენალი” და “ჩელსი”, ასევე მადრიდის “რეალია” დაინტერესებული.



worldsport.ge

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0