x
image
worldsport.ge
მანჩინიმ საჩემპიონო რბოლაში მარცხი აღიარა

image“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ აღიარა, რომ პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დამარცხდა და ტიტულის დაბრუნებას მომავალ სეზონში აპირებს.
“სიტი” თანაქალაქელ “მანჩესტერ იუნაიტედს” 15 ქულით ჩამორჩება და მანჩინი დიდი ხნის განმავლობაში ალექს ფერგიუსონთან ბრძოლაში მარცხს ვერ ეგუებოდა, მაგრამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისი გუნდის მთავარი ამოცანა სეზონის ბოლოს მე-2 ადგილის დაკავებაა.
“ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. როდესაც ტოპ-კლუბი ტიტულს ვერ იგებს, მან კარგად უნდა ითამაშოს, რათა დარჩენილ მატჩებში გაიმარჯვოს. გარდა ამისა, ჩვენ ინგლისის თასის ნახევარფინალში გავედით. “ჩელსი” ოთხი ქულით ჩამოგვრჩება, “ტოტენჰემი” – ხუთით და კიდევ 9 თამაში დაგვრჩა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ თავდაუზოგავად მუშაობა გავაგრძელოთ” – იუწყება მანჩინის სიტყვებს Sky Sports-ი.
ამასთანავე, მანჩინიმ “მონაკოსთან” მოლაპარაკების წარმოება უარყო და ზაფხულში კლუბიდან იაია ტურეს წასვლა გამორიცხა:
“მონაკო” საფრანგეთის მეორე დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რომელსაც კარგი მწვრთნელი ხელმძღვანელობს. თუმცა, მე აქ დიდი ხნით ვარ, ისევე როგორც – იაია!”.

www.worldsport.ge

0
18
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0