ინგლისის ჩემპიონლიგაში მოასპარეზე “ბარნლის” 66 წლის გულშემატკივარმა დევიდ მეტკლაფმა, გადაწყვიტა კლუბის მუზეუმისთვის მსოფლიოში ყველაზე ძველი საფეხბურთო აბონემენტი გადაეცა, რომელიც 130 წლისაა.
“მამაჩემმა აბონემენტი 25 წლის წინ გადმომცა, როდესაც ერთხელ თამაშზე წავედით. ჩემი შვილი ჯეიმსი ფეხბურთით ძალიან დაინტერესებული არ არის და ამიტომ, გადავწყვიტე უკეთესი იქნებოდა, რომ ის კლუბის მუზეუმისთვის მეჩუქებინა. ბევრს გაუკვირდება თუ რატომ არ გავყიდე აბონემენტი, მისი დაბეჭვდიდან ხომ 130 წელიწადი გავიდა. ჩემი აზრით, ეს სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა, უფრო სწორი იქნებოდა ის კლუბში დამებრუნებინა”- იუწყება მეტკლაფის სიტყვებს ბრიტანული პრესა.
აღსანიშნავია, რომ 1884-1885 წლების სეზონისთვის აბონემენტი მეტკლაფის დიდმა ბაბუამ შეიძინა. მაშინ, ინგლისის ჩემპიონატში ერთ მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი დაახლოებით 1, 5 გირვანქა იყო.
წყარო: www.worldsport.ge