საზოგადოება "ქაჯები კი არ მოდიან, ქაჯები მიდიან"-ექს მინისტრის ქართული ვოიაჟი 2013, 27 მარტი, 3:42 დღეს, სააკაშვილის მიერ "უარყოფილი" თუ "დაწუნებული" ორი ქალბატონი, ორივე სააკაშვილის ხელისუფლების ბურჯი და დასაყრდენი, ორივე აქტიური ფიგურა იმდროინდელი ქართული პოლიტიკური რეგალიებისა და სავარაუდოდ "ორივე პრეზიდენტობის კანდიდატი": სალომე ზურაბიშვილი და ნინო ბურჯანაძე ახალი ხელისუფლების გვერდით ახალი იდეებითა და შეხედულებებით კვლავ აქტიურად დგანან და ერთი რომ საგარეო კურსზეა ორიენტირებული, მეორე შიდა პოლიტიკურ დაკვეთებს აძლევს ახალ ხელისუფლებას. არ შეიძლება ყურადღების მიღმა დაგრჩეს, რომ ორივე მათგანი ყოფილი ხელისუფლებისკენ იშვერენ ხელს, მაშინ, როცა ორივენი იმ მრგვალი მაგიდის" გარშემო ისხდნენ, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი "თამადობდა". ახლა რაც შეეხება ევროპიდან ახლად დაბრუნებულ ექს მინისტრის ქართულ ვოიაჟებს, მასზე მინდა ვისაუბრო.ალბად თქვენთვის ნაცნობი და გახმაურებული გამოთქმაა "ქაჯები კი არ მოდიან, ქაჯები მიდიან".კიდევ ერთხელ შეგვახსენეს დღევანდელი სატელევიზიო სივრციდან "ნაციონალური მოძრაობის" საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის- ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მიმართვა მსოფლიოს გასაგონად, სადაც მან ზემოთ მოხსენიებული ფრაზა გააჟღერა. როგორც ვიცით, ის კვლავ თბილისშია და კვლავ ყურადღების ეპიცენტრშია.მან დღეს პირდაპირ ეთერში არა ერთ, ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.განსაკუთრებული აქცენტები იქნა გამახვილებული საელჩოების მნიშვნელობაზე და მათ დაკომპლექტებაზე. -"როდესაც პარალიზებულია საელჩო, ეს ძალიან ცუდია როგორც ახალი ხელისუფლებისათვის, ასევე ქვეყნისათვის, რადგან ეს აზიანებს ქვეყნის იმიჯს და მათი არჩევანი პროდასავლური რომ არ იყოს, მე აქ არც ვიქნებოდი".-აცხადებს ზურაბიშვილი და ხაზს უსვამს წინა ხელისუფლების დასავლურ კურსს. მისი თქმით, სააკაშვილის დასავლური კურსი მხოლოდ ფასადური იყო და თავის დროზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მას მხოლოდ იმისთვის ჩააბარეს, რომ ის პროევროპულობის ფასადად გამოიყენეს. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას ნამდვილად გეგმავს, თუმცა არ ადასტურებს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქალბატონი სალომე საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩაიბარებს ივანიშვილის მთავრობაში.უარყოფს აგრეთვე მორიგ ჭორს იმის შესახებ, რომ ის "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გახდება. "მე წასვლისთანავე განვაცხადე, რომ არ მივდიოდი პოლიტიკიდან სამუდამოდ და ეს ტაიმ-აუტი იყო.პრემიერ-მინისტრთან ერთად განვიხილე ჩემი საქართველოში დაბრუნების საკითხი, თუმცა საუბარი კონკრეტულ თანამდებობებზე ჯერ არ გვქონია"-განაცხადა ექს მინისტრმა და ბოლოს დასძინა, რომ ის მზადაა ყველაფრისთვის. ის ფაქტი, რომ ზურაბიშვილი ყველაფრისთვის მზადაა, ისედაც ცნობილია.უფრო მნიშვნელოვანი და დამაინტრიგებელია ჯერ არ გახმაურებული არა ერთგზის გასამხედროებული საუბრის დეტალები ქალბატონ ექს მინისტრსა და ბატონ პრემიერს შორის, რომელსაც სხვადასხვა ინფორმაციებზე დაყრდნობით, არც თუ მოკლე ხნის ისტორია აქვს. ვინ შეცვლის სააკაშვილს? ვინ იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი? ვინ მოხიბლავს პრემიერს თავისი პოლიტიკური ხედვებით??? მართლაც ძალიან საინტერესოა, მაგრამ ოქტომბრამდე ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენია. 126 22-ს მოსწონს
|