x
image
ვიზა კოხაძე
ქართულ კინოთეატრებს ახალი ფილმი შეემატა
image
ჩვენს კინოთეატრებში ახალი ქართული ფილმი გამოვა, რომლის რეჟისორია აჩიკო ქავთარაძე, ხოლო სცენარი ეკუთვნის ლაშა ბუღაძეს.

ფილმი დაფუძნებულია რეალურ ამბებზე, რომელიც მოგვითხრობს ავტოავარიის შედეგად ციხეში მოხვედრილ ერთ ახალგაზრდა კაცზე-ტიტე გოგიაზე.image

ფილმის მთავარი გმირი ციხეში ჩვენს სინამდვილეში არსებულ ახალ რეალობას აღმოაჩენს, რაზეც მას წარმოდგენაც კი არ შეეძლო.პატიმრების მიმართ ცინიკურ, არაადამიანურ, სადისტურ მოპყრობას, რამაც სამუდამოდ დაღი დაასვა მის ცხოვრებას.

ფილმში "კომა" ასახულია უბედური ადამიანების სოციალური მდგომარეობა, განცდები და რეალური ცხოვრების დეტალები.ფილმი ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე იქნა გადაღებული, სანამ მსოფლიო საჯაროდ გავრცელებულ ციხის შემზარავ კადრებს იხილავდა, რომელიც ქართულ ციხეებში იყო გადაღებული.აქ თავმოყრილია უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა:თუ რამდენის მოთმენა შეუძლია ადამიანს იმ ვითარებაში, სადაც სამართალს ვერ დაადგენ? რა შეგიძლია გააკეთო, როცა სისტემას ეჯახები? სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანების სისასტიკე, უპასუხისმგებლობა, ფარისევლობა?


ისტორია აგრეთვე ვითარდება საავადმყოფოშიც, სადაც ავარიის შედეგად დაზარალებული ადამიანები წვანან და ერთ-ერთი მათგანი კომაშია, რომლის გამოჯანმრთელებაზეა დამოკიდებული ფილმის მთავარი გმირის-ტიტე გოგიას ბედი.image



ფილმზე "კომა", რომელიც დაფუძნებულია რეალურ ამბებზე, მუშაობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიცაა ლაშა ბუღაძე და აჩიკო ქავთარაძე.

ფილმი 28 მარტიდან გამოვა საქართველოს კინოთეატრებში.

1
85
20-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
85
  
0 1 1