x
image
K.P.
ვინ არის ნიკა ცქიტიშვილის რჩეული? (სიყვარულის ისტორია და ბევრი საინტერესო ფაქტი)

imageნიკა ცქიტიშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი კალათბურთელია. მამა ადრე გარდაეცვალა, 16 წლისა კი უკვე ოჯახს არჩენდა. ნიკას საკალათბურთო კარიერა უცნაურად განვითარდა, თოთხმეტი წლის ასაკში დაიწყო კალათბურთზე სიარული. თამაშის ელემენტარული წესებიც კი არ იცოდა. ქუჩაში თამაშობდა ხოლმე, მერე გადაწყვიტა, ევარჯიშა. მწვრთნელი მისი მონაცემებით აღფრთოვანდა... image
თავიდან არასერიოზულად უყურებდა, მერე კი თანდათან დაიჯერა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო შეიძლება, გახდეს. ხასიათმა შეუწყო ხელი - რასაც იწყებს, აუცილებლად უმაღლეს დონეზე ასრულებს.
პირველი შემოთავაზება საზღვარგარეთიდან, სლოვენიიდან მიიღო. მაშინ, დამწყები კალათბურთელისთვის ეს ძალიან სერიოზული წარმატება იყო. მალევე ევროპის დიდი და გავლენიანი, ევროლიგის გუნდის, "ბენეტონის" შეთავაზება მიიღო. ზუსტად ექვს თვეში "ბენეტონიდან" თვრამეტი წლის ნიკა "ენ-ბი-ეიში" გადააბარგეს.ნიკა გინესის რეკორდსმენია, ასაკით ყველაზე პატარა, პირველი ევროპელი კალათბურთელი, რომელიც "ენ-ბი-ეის" საუკეთესო ხუთეულში აღმოჩნდა. image

ნიკას მეუღლე და ქალიშვილი ჰყავს. სოფო გოგებაშვილი მისი რჩეულია, ის ერთადერთია ვისაც ნიკამ სიყვარული აუხსნა. "ერთმანეთი "ოდნოკლასნიკების" საშუალებით გავიცანით, სოფოს გვერდზე სრულიად შემთხვევით მოვხვდი, მოვიხიბლე და მისი ვინაობა ვიკითხე. მითხრეს, რომ მოცეკვავე იყო. მაშინვე გამახსენდა, რომ ცოტა ხნის წინ დედაჩემი ვიღაც სოფო გოგებაშვილზე მიყვებოდა, რომელიც სადღაც კონცერტზე უნახავს და ძალიან მოსწონებია სარძლოდ. image
მაშინ მისი სიტყვები, რა თქმა უნდა, უყურადღებოდ დავტოვე. ახლა კი გავბედე და სოფოს თვითონ მივწერე, მანაც მიპასუხა და ასე გავიცანით ერთმანეთი"-გვიამბობს ნიკა.

წყვილს პატარა ქალიშვილი ლიზი ჰყავთ. ნიკა ძალიან გაახარა პატარას დაბადებამ, მისთვის ბავშვის სქესს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა. "ლიზი უკვე დიდი გოგოა, ძალიან ტკბილი და მხიარულია, მოწყენის საშუალებას არ გვაძლევს, ცელქიც არის, მაგრამ ზომიერად. ნიკას ვამსგავსებდი, ახლა ნელ-ნელა მეც მემსგავსება. ხასიათი მთლიანად ნიკასი აქვს, სითბო აქვთ საერთო. ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ნიკა ლიზის იხუტებს და ამბობს:image ჩემი ცხოვრება ხარო, ლიზი კი ახლად ნასწავლი ჟესტით მიანიშნებს, მეცო. ლიზი ყველაფერს იმეორებს, რასაც ვამბობთ. სასწაული სმენა აქვს, გვაოცებს თავისი პლასტიკურობით, მიხვრა-მოხვრით, მუსიკის რიტმს არჩევს და განსხვავებულ მოძრაობებს უთავსებს. მოკლედ, გვაგიჟებს. ბევრი შვილი მინდა, ჯერ მხოლოდ 19 წლის ვარ, ყველაფერი წინ მაქვს"-გვიამბობს სოფო. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი. imageimageimage

1
1234
12-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1234
  
2013, 18 მარტი, 17:53
ძალიან ლამაზი წყვილია..
0 1 1