ქალი და მამაკაცი ვის კოცნიდა მარიტა როხვაძე მეგობრულად ტუჩებში? მარიტას ახალი გატაცება?! 2013, 11 მაისი, 21:33 "ჯეოსტარი 2011" მარიტა როხვაძე ერთ-ერთი ნიჭიერი მომღერალია. გოგონა წარმოშობით ქუთაისელია, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობს, ტურიზმის ფაკულტეტზე. სხვადასხვა საღამოებსა და კონცერტებში ხშირად იღებს მონაწილეობას. გოგონა 13 წლიდან მუშაობს, საკუთარი ფინანსები აქვს და ელემენტარულ მოთხოვნილებებსაც იკმაყოფილებს. მარიტა აქტიურად საუბრობდა პირად ცხოვრებაზე. მისი რჩეული ქუთაისელი ზურა ნიქაბაძე გახლდათ. წყვილმა ერთმანეთი ქუთაისში აბიტურიენტობის პერიოდში გაიცნო, ერთად დადიოდნენ ქართულზე. ზურა ამერიკაში სწავლობს, ერთ-ერთ კოლეჯში. წყვილისთვის მანძილს ხელი არ შეუშლია. "მონატრების გრძნობა სულ გაქვს და სიყვარული უფრო ძლიერი ხდება. თან ეს მდგომარეობა ერთგვარი ადრენალინიცაა. ეჭვიანი არ არის, იმდენად ვენდობით ერთმანეთს, რომ არ გვაქვს ნამდვილად პრობლემა არაფრის"-გვიამბობდა მარიტა. სულ ცოტა ხნის წინ კი ჟურნალმა "რეიტინგმა" მარიტა როხვაძე და ვიცე "მისტერ ვალენტინი" მახო მაჭარაშვილი ჩახუტებული ნახა. "ჩახუტებას ვინ დაეძებდა, წყვილი ყველას დასანახად ერთმანეთს ტუჩებში კოცნიდა"-წერდა ჟურნალის კორესპონდენტი. ცხადია ინფორმაციას გადამოწმება უნდა, ზოგჯერ თვალით ნანახისაც არ გვჯერა. მარიტა როხვაძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. აი ვიცე "მისტერ ვალენტინმა" კი განაცხადა, რომ მარიტას მხოლოდ მეგობრულად კოცნიდა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას... 2157 14-ს მოსწონს
|