x
image
K.P.
ვინ არის გიორგი ვარდოსანიძისთვის ის ერთადერთი? (სიყვარულის ისტორია და ბევრი პირადი ფოტო)

image
გიორგი ვარდოსანიძეს პოპულარობა სერიალმა "გოგანა გარეუბნიდან" მოუტანა. სულ ცოტა ხნის წინ კი პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყალობით, მისი პოპულარობა ეთიორად გაიზარდა.

ალბათ არ იცოდით, რომ მან image
სკოლის დამთავრების შემდეგ მამის ხათრით, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. მალე მიხვდა, იურისტობა მისი საქმე რომ არ იყო და სასწავლებლიდან საბუთები გამოიტანა, შემდეგ კი მეგობრის რჩევით, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მზადება დაიწყო. ამბობს, რომ არც შემცდარა. თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევს. 18 წლიდან მუსკომედიის თეატრის შტატში ირიცხება.image

გიორგის საოცნებო როლიც აქვს, მას ძალიან უნდა ითამაშოს დორეან გრეი. ოსკარ უაილდის "დორეან გრეის პორტრეტი" პირველად ინგლისურად წაიკითხა, შემდეგ რუსულად, ბოლოს კი ქართულად და მასზე ნამდვილად გადაირია. გიორგი დედისერთაა და შესაბამისად მშობლებიც ანებივრებდნენ. ქართველი ქალების კუმირი შეყვარებულია, მისი რჩეული თამთა შალამბერიძეა. თამთა თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობს და ყოფილი "ნუცას სკოლელიცაა".image

"ხორვატიაში ვიყავი ერთი კვირა და თამთას გარეშე რა დამემართა, ვერ აღგიწერ. ძალიან მომენატრა. მისი ფოტოები ამოვბეჭდე და კედელზე გავაკარი. იმედა არაბული მეუბნებოდა: ბიჭო, რას აკეთებ, გოგო ცოცხალია და რა სურათების გადიდება დაიწყეო?! ხორვატიიდან რომ ჩამოვედი, მაინც საკუთარ თავს ვცდიდი, - მონატრებაში არ ამერიოს-მეთქი. მაშინ ვუთხარი: რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვარ, რაღაცების გასარკვევად დრო მჭირდება-მეთქი. ბუნებრივია, მიხვდა, ეს "რაღაც" რა იყო, მაგრამ არაფერი უთქვამს. მერე ისრაელში გვქონდა გასტროლი და თამთას გარეშე იქ კიდევ უფრო მეტად გამიჭირდა. ჩამოვედი თუ არა, მასთან მივედი და ვუთხარი: მიყვარხარ-მეთქი. ეს იყო და ეს. ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ თავადაც იგივე სიტყვები მითხრა"-იხსენებს გიორგი.image
გიორგი შეყვარებულს მოფერებით ბაჩას ეძახით, თურმე ადრე, გიორგის მამაც ასე ეძახდა მეუღლეს. გიორგი შეყვარებულს პროფესიას უწუნებს, უნდა სიმღერას გაჰყოლოდა. ამ პროფესიაში ბევრი რამე გამართლებაზეა დამოკიდებული, ეს ჩემს თავზე გამომიცდია და არ მინდა თამთას გული ეტკინოსო. გიორგის ბევრი გულშემატკივარი და ფანი ჰყავს, განსაკუთრებით გოგონები აქტიურობენ. თამთა ცოტას ეჭვიანობს, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. ის შეყვარებულის წარმატებით ძალიან გახარებულია, ცხადია სურდა გიორგი პირველ ადგილზე გასულიყო, მაგრამ მეორე ადგილსაც არაფერი დაეწუნება. წყვილი ჯერ დაოჯახებას არ აპირებს. ვუსურვოთ მათ წარმატებები და ბედნიერი მომავალი...imageimageimageimageimageimageimageimageimageimage







4
6687
22-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
6687
  
2013, 21 მაისი, 21:56
მგონი დაშორდნენო ხო? :( არადა კარგი წყვილია..
2013, 19 იანვარი, 2:38
არა არა,კაი ბიჭია ^^
2013, 18 იანვარი, 14:11
ბედნიერებას ვუსურვებ კაი წყვილია :))
2013, 18 იანვარი, 11:20
ბედნიერებას ვუსურვებ
0 1 4