ქალი და მამაკაცი ვინ არის ანი ქორქიას რჩეული? (სიყვარულის ისტორია და რამდენიმე პირადი ფოტო) 2013, 23 იანვარი, 3:52 ![]() ![]() ![]() ![]() კახა გვიამბობს: „პირველად სურათი რომ ვნახე, ელდა მეცა. ჩემი მეგობარი ჰყავდა FACEBOOK-ზე მეგობრებში და ჩემი კომპანიის სახელით დავეკონტაქტე. უბრალოდ მომეწონა და გადავწყვიტე დამემატებინა. მის სურათებს თითქმის ყოველდღე ვათვალიერებდი ხოლმე. მაშინ არც ის ვიცოდი, რომ ტელეწამყვანი იყო და არც ის, რომ პოპულარული იყო. თბილისში რომ ჩამოვედი, ისე დაემთხვა, რომ ორ თვეში შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და მერე ასე ნელ-ნელა განვითარდა ურთიერთობა. ![]() რაიმე განსაკუთრებული ხერხი მის მოსახიბლად არ მქონია. ანი ყველაზე მაგარი გოგოა, ყველაზე მაგარი ადამიანი და მეგობარია''. ანი მეუღლით მოხიბლულია. მისი თქმით, კახა ნაკითხი და განათლებულია, ჩემი საყრდენია, ვისაც შემიძლია ვენდოო. წყვილი ერთმანეთს ძალიან კარგად შეეწყო. ცხადია მათ შორის პატარა კამათი და უთანხმოება არსებობს, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება. ანი ირწმუნება, რომ მეუღლეში ბევრი დადებითი თვისება აღმოაჩინა, ქორწინების პირველი წელი რთული სულაც არ ყოფილაო. მისი თქმით, ახალი წლიდან უკვე დროა ოჯახის მესამე წევრზე ფიქრიც დავიწყოთო. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 925 11-ს მოსწონს 1-ს არა
|