მაია ასათიანის მეუღლე ირაკლი მახვილაძე გახლდათ. წყვილი ადრეულ ასაკში დაქორწინდა და მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები იყვნენ. მათ
ერთი დიდი საერთო მაინც აქვთ, ეს პატარა ნუცაა, რომელიც მალე 14 წლის გახდება. შეყვარებულობის პერიოდი ერთ წლზე მეტხანს გაგრძელდა. ირაკლი ცდილობდა რჩეული სიურპრიზებით გაენებივრებინა, ხშირად ჩუქნიდა ყვავილებს და პატარა სუვენირებს. მალე ოჯახიც შედგა, სამწუხაროდ მალევე დაინგრა... ირაკლიც და მაიაც დიდი ხნის მანძილზე ერთად მუშაობდნენ, მაშინაც, როდესაც დაშორდნენ მაია "დროებაში" მუშაობდა, ირაკლი საინფორმაციოში, დღეში რამდენჯერმე ერთმანეთს ხვდებოდნენ, ერთი პერიოდი ერთმანეთს ხმასაც არ სცემდნენ... ახლა ყველაფერი მოგვარებულია, ნუცას ხათრით ყოფილ ცოლ-ქმარს მეგობრული ურთიერთობა აქვს. ორივეს კარგად ესმით, რომ მშობლები არიან და შვილისგამო პირადი ინტერესები გვერდზე უნდა გადადონ, ერთმანეთის პირად ცხოვრებაში არასდროს ერევიან, შერიგებას კი გამორიცხავენ.
ირაკლი მაიას ოჯახში ხშირი სტუმარია, ნუცა სასეირნოდ დაჰყავს, ერთად ვახშმობენ და ფილმებსაც უყურებენ. პირველ იანვარს ირაკლი, მაია და ნუცა ერთად ატარებენ, ცდილობენ შვილს ოჯახური, საახალწლო გარემო შეუქმნან. მაია, ვერ იხსენებს ახალ წელს ირაკლის გარეშე, ის ჩვენი მუდმივი სტუმარიაო. ირაკლი ტელერეჟისორია, ხშირად უწევს მივლინებებში წასვლა და იქიდან ხელცარიელი არასდროს ბრუნდება, ყოველთვის ჩამოაქვს საჩუქარი ნუცასთვის და მაიასთვისაც. ორივენი თვლიან, რომ უკეთესი მეგობრები არიან, ვიდრე ცოლ-ქმარი... წარსულს არ ნანობენ, რადგან ნუცა ჰყავთ. ვუსურვოთ მათ წარმატებები...