ქალი და მამაკაცი ფსიქოლოგების დასკვნა: შეიძლება თუ არა ქალსა და კაცს შორის მეგობრობა? 2013, 11 თებერვალი, 0:16 მეგობრობა ქალსა და კაცს შორის? საინტერესოა ეს მითია თუ რეალობა. ცხადია ამ კითხვაზე პასუხი, რომელიც ნებისმიერ ვითარებას შეესააბამება არ არსებობს. ფსიქოლოგები გამოარჩევენ რამდენიმე ვარიანტს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს ნამდვილი მეგობრობა. აბსოლუტური თავისუფლება ამ „სახის“ მეგობრობაში არ არსებობს, რადგან ავტომატურად დგება საზღვრები, რომელსაც არც მამაკაცი უნდა გასცდეს და არ ქალი, ბუნებრივია მეგობრობის „ხათრით“-განმარტავენ ფსიქოლოგები. მათ ჩამოაყალიბეს ქალისა და მამაკაცის მეგობრობის რამდენიმე სახეობა. „ ის ჩემთვის დასავითაა“. ფსიქოლოგთა აზრით, მეგობრობის ამ სახეობის ქვეშ იგულისხმება როგორც უფროსი „და“ ან „როგორც დედა“. ასეთი რამ ხდება მაგალითად, თუ ბიჭი ინფანტილურია, „გაიყინა“ მამაკაცური თვისებების განვითარებაში, ხოლო გოგონას პირიქით, მამაკაცური ხასიათი აქვს. „ოჯახის მეგობარი“ - მაგალითად, გყავთ მეგობარი, მას კი შეყვარებული, ან ქმარი და თქვენ მოსწონხართ მეგობრის შეყვარებულს. იგი ხშირად გეპატიჟებათ სტუმრად, დადიხართ ერთად ქალაქგარეთ, კარგი დამოკიდებულება აქვს თქვენთან, განდობთ პირადულს და ა.შ.
„მე შემიძლია მასთან „მათზე“ ვილაპარაკო“. ეს ძირითადად აღმოცენდებაგამოცდილ გოგონებს და ნაკლებად გამოცდილ ბიჭს შორის.ასეთმა მეგობრობამ შესაძლოა სარგებლობა მოუტანოს ბიჭს. ამ საკითხში განათლება მაინც როგორღაც უნდა მიიღოს, და უკეთესია თუ ამას „პირველი პირისგან“ მოისმენს. იგი უყვება გოგონას ყველაფერს, თუნდაც ძალიან პირადულს. .„საქმიანი თანამშრომლობა“. ხანდახან ბიზნეს-პარტნიორი შესაძლოა ქალი იყოს. ასევე შეიძლება მეგობრობა, თუ მათ ერთნაირი ინტერესები აქვთ. „ძალიან მომწონხარ, მაგრამ უკვე მყავს შეყვარებული ბიჭი“ - ხშირად ასეც ხდება. მაგრამ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მას მართლაც ჰყავს შეყვარებული. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, თუ ბიჭმა რაღაც ისეთი გააკეთა, რაც გოგონასთვის მიუღებელია, ანუ იგრძნო ბიჭის სუსტი მხარე და გადადგა პირველი ნაბიჯი მისთვის თავბრუს დასახვევად. „ოჯახური“ - ვარიანტი. მაგალითად, მეგობრობენ ორი ბიჭი და მათი შეყვარებულები, ერთად აღნიშნავენ დღესასწაულებს, ერთად დადიან გასართობად და ა.შ. ალბათ ამას უფრო ოჯახების მეგობრობას დავარქმევდით. „ ჩვენ ერთად საინტერესოდ ვატარებთ დროს“ - ესეც საქმიანი ურთიერთობის ერთ-ერთი სახეობაა. მაგალითად, აქვთ საერთო ინტერესები და საათობით შეუძლიათ ილაპარაკონ ამის შესახებ. „მეგობრობა, უბრალოდ მეგობრობა“ - თქვენ პატივს სცემთ ერთმანეთს, საინტერესოდ ატარებთ დროს, გაქვთ სალაპარაკო თემა და სულაც არ გიქმნით უხერხულობას ის ფაქტი, რომ სხვადასხვა სქესის ადამიანები ხართ. თქვენ ორივეს გყავთ შეყვარებული, მაგრამ არცერთი არ ეჭვიანობთ, არც თქვენ და არც თქვენი შეყვარებულები, რადგან აშკარად ჩანს, რომ თქვენ უბრალოდ მეგობრები ხართ და არ ძვრებით ერთმანეთის პირად ცხოვრებაში, როგორც შესაძლო საყვარლები. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ ხდება. ეს ერთგული მეგობრობაა. ნუ დაივიწყებთ იმასაც, რომ არსებობს ბევრი შემთხვევა, როდესაც ვითომდა ნამდვილი მეგობრობა დაოჯახებით დასრულებულა. ასე, რომ სჯობს ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ. გისურვებთ წარატებებს...
1884 10-ს მოსწონს
|