ქალი და მამაკაცი გიორგი აფციაურისა და სალიტა ჩუბინიძის ოჯახს მალე მესამე წევრი შეემატება 2013, 10 მაისი, 0:02 გიორგი აფციაური და მისი მეუღლე, სალიტა ჩუბინიძე მოლოდინში არიან-სულ მალე მათ პატარა ოჯახს მესამე წევრი შეემატება. ოქტომბრის დასაწყისში სალიტა იმშობიარებს. ბავშვის სქესი ჯერ არ იციან, პატარა იმალება და ექოსკოპიაზე მისულ მშობლებს ვინაობას არ უმხელს. წყვილისთვის სქესს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი. სალიტა პრეტენზიული ორსული არ გახლავთ, მნიშვნელოვანი მოთხოვნებითა და პრეტენზიებით არავის აწუხებს, უბრალოდ მჟავე კიტრს უფრო ხშირად მიირთმევს. ბავშვს სახელს დედა შეურჩევს, ამ მხრივ სრული ავტონომია აქვს. მეუღლეს გამოუცხადა ბავშვი 9 თვე მუცლით მე უნდა ვატარო და სახელსაც თავად შევურჩევო. 206 9-ს მოსწონს
|