x
image
ვიზა კოხაძე
საფრანგეთში მაისის ბოლოს ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ქორწილი გაიმართება
უამრავი ინფორმაცია არსებობს ჰოლივუდის ერთ-ერთი უსაყვარლესი წყვილის ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის შესახებ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში.სანდო წყაროებზე დაყრდნობით წყვილმა ლონდონში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში რიჩმონდში სახლი შეიძინა და იგივე წყაროებზე დაყრდნობით სახლის ჭერი 15 საუკუნეს ითვლის.

როგორც ირწმუნებიან, იქვე ყიდულობს სახლს ანჯელინა ჯოლის დაუძინებელი მტერი, ბრედ პიტის ყოფილი მეუღლე-ჯენიფერ ენისტონი.
სახლის ლონდონში შეძენის საკითხი მათ ერთად გადაწყვიტეს, რადგან ბავშვებისათვის საუკეთესო განათლების მიღებას გეგმავენ.image

ბოლო დროს ხშირად იწერებოდა ანჯელინა ჯოლის ავადმყოფობის შესახებ, თუმცა ორიოდე დღის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ანჯელინამ უარყო თავისი ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ იგი განსაკუთრებით უნდა იკვებოს, რათა ქორწილისათვის წონაში მოიმატოს.image

ბრედ პიტმა გუშინ აიღო საფრანგეთში ქორწინების ლიცენზია, რადგან წყვილის ოცნება საფრანგეთში დაქორწინება იყო.აღნიშნული ლიცენზია მკაცრად განსაზღვრულ დროში - 90 დღეში ითხოვს დაქორწინებას.



imageimageimage



image
image
image
image
image
image
მაისში, კანის კინოფესტივალის შემდეგ ისინი დაოჯახდებიან და ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯულია რობერტსი, რომელიც ცნობილ წყვილთან მეგობრობს, ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაჰპირდა წყვილს -საქორწინო საჩუქარს გაუკეთებდა და დაქორწინებიდან ორი კვირის მანძილზე პიტისა და ჯოლის ექვს შვილს გაუწევდა მეურვეობას.ვივარაუდოთ, რომ დანაპირები კვლავაც ძალაშია.image


მიმდინარე წლის იანვარში ჟურნალ:ჰელლოუ:-ს მკითხველმა ანჯელინა ჯოლი მსოფლიოს ყველაზე ელეგანტურ ქალბატონად დაასახელა.მსახიობს ჟურნალ"ჰელლოუ'-ს მკითხველთა 40% მისცა ხმა.სარწმუნო წყაროები გვამცნობენ, რომ პრინც უილიამის მეუღლე ჰერცოგინია ქეთრინი არავის უთმობდა პირველ ადგილს.

რაც შეეხება ბრედ პიტის ყოფილ მეუღლეს ჯენიფერ ენისტონს ანჯელინას ბაძავს და მასაც ქორწილი ალბად მაისში ექნება, იუწყება სანდო წყარო, რათა ერთდროულად მოექცნენ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში საქორწინო კაბების, ცნობადი სახეების, მოწვეული სტუმრებისა და საერთოდ ქორწილის შესახებ .


image

0
80
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0