x
image
ვიზა კოხაძე
პოლიტდევნილი ქიბარ ხალვაში სამშობლოში მალე დაბრუნდება
image
პარლამენტის მიერ პოლიტდევნილად აღიარებული ქიბარ ხალვაში სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით საქართველოს მალე დაუბრუნდება. როგორც მისი გარემოცვა კულუარულად საუბრობს, წარმატებული ბიზნესმენი და ახლა პოლიტიკური დევნილი ქიბარ ხალვაში გერმანიაში ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად.მას სამი შვილი ჰყავს და ორი მათგანი სკოლის მოსწავლეები არიან, ხოლო უფროსი ქალიშვილი 17 წლისაა და მალე კოლეჯს დაამთავრებს.

ჩვენგან განსხვავებით გერმანიის სახელმწიფოს პოლიტდევნილების მიმართ გარკვეული ვალდებულებები აქვთ და კიდევაც რომ უნდოდეს დღესვე 7 წლის წინ სააკაშვილისა და მისი ბრბოს მიერ იძულებით გაძევებულ ქიბარ ხალვაშს საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება, მაინც ვერ შეძლებს დამოუკიდებლად გადაადგილებას, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს.

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია ქიბარ ხალვაშის თითქოსდა აზერბაიჯანში ჩამოსვლის შესახებ, თუმცა ეს ფაქტი არ

დასტურდება.


image

2013 წლის 11 მარტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართა, რაც ცნობილი ბიზნესმენის გაღიზიანებისა და განრისხების საბაბი გახდა, თუმცა ნამდვილი მიზეზი საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი.მან "ნაც.მოძრაობის"გენერალური მდივანი უნამუსოდ, ენაბლუდ მონათლა და მიშას შნირი უწოდა.ქიბარ ხალვაშმა საკუთარი ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წერდა:"ვანო მერაბიშვილი -ახვარი, უნამუსო, ენაბლუ და მიშას შნირია...... რა ჩვენ არ ვიყავით ქართველები და თვითონ არ იყვნენ მთავრობა?"-ამბობს სააკაშვილის ხელისუფლებაზე გაბრაზებული ხალვაში.image

სავარაუდოდ წარმატებული ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელსაც არაერთი ქონება წაართვა წინა ხელისუფლებამ და აიძულა ქვეყანა დაეტოვებინა, ცხელ ზაფხულში დაუბრუნდება საქართველოს და კონკრეტულად აჭარას, სადაც მას მოხუცი დედა ელოდება, რომელიც 7 წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია წარმატება ვუსურვოთ ცნობილ ბიზნესმენს ახალ საქართველოში.

0
138
15-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0