საზოგადოება აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა თუ გაუუქმდა? 2013, 12 მარტი, 21:08 უკვე რამდენიმე დღეა ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრშია აგრარული უნივერსიტეტი, რომელსაც გუშინ გამთენიისას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია შეუჩერა. საბჭოს წევრებმა სპეციალური კომისიის მიერ მიღებული დასკვნა განიხილეს და ღია კენჭისყრით აგრარულ უნივერსიტეტს შეუჩერდა აკრედიტაცია. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან სხდომას არა მარტო ჟურნალისტები, არამედ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებიც ესწრებოდნენ, რომელთა შეძახილებმა საბჭოს წევრები მომავალი თაობის მტრებად მონათლეს. სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არასამართლებრივად მიიჩნევენ და აქციებისკენ მოუწოდებენ სხვა სტუდენტებს, თუმცა ცხადია უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სამართლებრივი გზითაც გეგმავს ბრძოლის გაგრძელებას. დღეს აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ბენდუქიძემ ბრიფინგი გამართა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა ჟურნალისტებთან უნივერსიტეტის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე.მან თქვა:"განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭომ ჩამოგვართვა ავტორიზაცია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ არა გვაქვს სწავლის გაგრძელების უფლება, ეს ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.ეს არის პირდაპირ ჩემთან ბრძოლის მეთოდი.მათ მიზეზებს არანაირი კავშირი არა აქვს არც სწავლების ხარისხთან, არც ინფრასტრუქტურასთან და არც უნივერსიტეტის ლაბორატორიებთან." როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, არ არსებობდა წესრიგის დაცვის მექანიზმებისთვის საჭირო დოკუმენტაცია, ევაკუაციის გეგმები არ არის ნახაზის სახით გამოკრული და ეს არის დარღვევა, 1700 000 წიგნიდან ბიბლიოთეკაში არ არსებობდა მხოლოდ 10 წიგნი და ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახდა ავტორიზაციის შეჩერებისა, აგრეთვე საუბარი იყო ვეტერინალური კლინიკების არ არსებობაზე, მაშინ როცა ბენდუქიძე ამბობს, რომ მათ ორი ვეტერინალური კლინიკა აქვთ.აგრეთვე ისაუბრა ზოგიერთი გაშვებული პროფესორის ნიხრზე, რომელიც თურმე 35 ლარს შეადგენდა. აღნიშნული ბრიფინგის შემდეგ პირდაპირ ეთერში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ჩაერთო, რომელმაც უარყო ზემოთჩამოთვლილი ბრალდებები და განმარტება მისცა მოსახლეობას.ციტირებას ვახდენ:"ნებისმიერ დროს, თუ უნივერსიტეტი შეძლებს დაშვებული შეცდომების გამოსწორებას, მათ ხვალვე შეუძლიათ აღიდგინონ ავტორიზაცია.ეს არ არის პოლიტიკური მოტივი, იმასთან დაკავშირებით რასაც ისინი ამბობენ არის მტკნარი სიცრუე რაღაც ევაკუაციის გეგმებზე და სხვა ამგვარებზე.კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოვალეობა ხარისხზე ზრუნვაა, მაშინ აგრარულ უნივერსიტეტს აქვს შესაძლებლობა გამოასწორონ დარღვევები, შემოიტანონ ხელახლა, არავინ არ ებრძვის ამ ხალხს და აღუდგებათ ავტორიზაცია.იმ უკანონო ჩანაწერის გასწორებას და კანონთან შესაბამისობაში ამ პუნქტის მოყვანას არ სჭირდება დიდი დრო." აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის ფაქტს სოციალურ ქსელში პრეზიდენტიც გამოეხმაურა.თავის მიმართვაში პრეზიდენტი მოუწოდებს ხელისუფლებას-"ხელისუფლება საქართველოს ყველაზე თანამედროვე და პროგრესული უნივერსიტეტის დახურვას ცდილობს, რითაც დარტყმას აყენებს საქართველოს მომავალს.სრულიად ნათელია, რომ ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსამართლოა ყველასათვის, ვისაც ობიექტურობის ნატამალი მაინც შერჩა." აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებით უცხოელი ექსპერტებიც ინტერესდებიან.ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმაც შეაფასა იქ განვითარებული მოვლენები. განმარტა, რომ არ შეიძლება საგანმანათლებლო და პოლიტიკური პროცესების ერთმანეთში არევა, რადგან მოხდება დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლა.მისივე თქმით, აუცილებელია აკადემიური და პოლიტიკური საკითხების ერთმანეთისგან გამიჯვნა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი სანდრო კვიტაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი ვახტანგ ლეჟავა უარყოფითად აფასებენ აგრარულ უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს. სიტუაციის რეგულირების მიზნით უნივერსიტეტში მოულოდნელად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მივიდა სტუდენტებთან შესახვედრად.მაგრამ მას არც კი მოუსმინეს და შეძახილებისა დახმაურის ფონზე წარიმართა მწვავე დისკუსია.სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა ხატია დეკანოსიძემ შეკითხვა დაუსვა ბატონ გიორგი მარგველაშილს. ეს უკანასკნელი კი იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა აღშფოთებული სტუდენტებისგან აჟიტირებული დარბაზი და საერთოდ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაც. ფაქტები აშკარაა და არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს აგრარული უნივერსიტეტის მიზეზით პიკს მიღწეული დაპირისპირება.დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. იქნებ რომელიმე მხარეს უნივერსიტეტის 2000 სტუდენტის ბედმა და მათმა მომავალმა დააფიქროს და სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღონ ისევ და ისევ სტუდენტების სასარგებლოდ. 50 15-ს მოსწონს
|