x
image
t.x.
ცნობილი ფსიქოპათები (გიჟები)
imageამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ფსიქიკაშერყეული ადამიანები ზოგჯერ გაცილებით მეტს აღწევენ, ვიდრე გაწონასწორებული პიროვნებები. გაუწონასწორებელი ადამიანები ამბიციურები არიან, მშვენივრად იციან რისი მიღწევა სურთ და თავდაუზოგავად იღწვიან მიზნის მისაღწევად.image

აბრამ ლინკოლნი გახლდათ პოლიტიკოსი, რომელმაც შეძლო ქვეყანა ურთულესი ვითარებიდან ღირსეულად გამოეყვანა, თავად კი დეპრესიის უმძიმესი ფორმით იტანჯებოდა. მსგავსი სიმპტომები ჰქონდა მის დედ-მამასაც რაც მიგვითითებს მდგომარეობის გენეტიკურ ბუნებაზე.

imageლუდვიგ ვან ბეთჰოვენი დაიღუპა ღვიძლის უკმარისობით. ის უმძიმესი სულიერი ტანჯვისაგან თავის დასაღწევად ალკოჰოლურ სასმელს და ოპიუმს იყენებდა. როცა სულიერი მდგომარეობა უმწვავდებოდა, სწორედ მაშინ ქმნიდა ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებს. ყველა თავისი საუკეთესო თხზულება, ფსიქოზის სტადიაში შექმნა.image

მიქელანჯელოზე მეცნიერებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ აუტისტური სპექტრის დარღევა სჭირდა. სიქსტის კაპელის ჭერზე მიქელანჯელოს ნამუშევრების ნახვისას ბევრი გაოგნებულა-ჩვეულებრივმა ადამიანმა როგორ შექმნაო ეს საოცრება. არ ჰყავდა მეგობრები, საჭიროდ არ მიუჩნევია დასწრებოდა ღვიძლი ძმის დაკრძალვას.


imageჩარლზ დიკენსი-მძიმე ბავშვობის შემდეგ დეპრესიის უმძიმესი ფორმა ტანჯავდა. ყოველი ახალი ქმნილება მისთვის ახალი დეპრესიის მიზეზი ხდებოდა. ასაკთან ერთად დაავადება მძიმდებოდა. სწორედ ამის გამო გაშორდა ცოლს, მიატოვა 10 შვილი და 18 წლის მსახიობ გოგოსთან ერთად ცხოვრობდა.image

ჩარლზ დარვინი გაურბოდა არა მხოლოდ ხალხმრავალ შეკრებებს, შემთხვევით ნაცნობებს, არამედ საკუთარ შვილებსაც კი არ ესაუბრებოდა. "მე იძულებული ვარ, ვიცხოვრო ჩუმად და შეუმჩნევლად", - ამბობდა იგი.

imageუინსტონ ჩერჩილს არაერთხელ დაუჩივლია, რომ "დეპრესიის შავი ძაღლი" დასდევდა. იგი ხშირად იჯდა პარლამენტის წინ და ფიქრობდა, როგორ მოეკლა თავი.image

ვან გოგის პირადი წერილების შესწავლის შემდეგ სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ მას ჰქონდა დეპრესია, რომელსაც ხშირად ენაცვლებოდა უდიდესი ენერგიისა და ვნების მატარებელი მანიაკალური ეპიზოდები. 37 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

0
844
9-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
844
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0