სხვა 35 წლის მასწავლებელი ძლივს გადაურჩა ციხეს მოსწავლესთან რომანის გამო 2014, 27 თებერვალი, 20:31
ბერნადეტ სმიტს ბრალად დასდეს 16 წლის გერი რალსტონთან ფიზიკური სიახლოვე. მის მრავალწლიან კარიერას და ოჯახის რეპუტაციას საფრთხე დაემუქრა. გერი კი თავის ვინაობას არ ასაიდუმლოებს და ამბობს, რომ სანამ ქალბატონი სმიტი ყურადღებას მიიპყრობდა, მისი საყვარელი მასწავლებელი იყო. გერი თვლის, რომ მას გაუმართლა, რადგან ბევრ ბიჭს ენდომებოდა მის ადგილზე ყოფნა, ქალმა კი ის აირჩია. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ამტყუნებენ სამი შვილის დედას და ამბობენ, რომ ნდობით ბოროტად ისარგებლა. სმიტი გერის დაწყებით კლასებში ასწავლიდა, მერე კი მათი ურთიერთობა დერეფანში შეხვედრით და ღიმილიანი მისალმებით გრძელდებოდა. მოგვიანებით სკოლაში დაიწყეს საიდუმლო შეხვედრები. გერიმ თქვა, რომ სმიტმა პირველივე შეხვედრისას უთხრა მის მიმართ არსებული გრძნობის შესახებ. 1155 11-ს მოსწონს 1-ს არა
|