x
image
t.x.
როგორც იქნა დაიჭირეს კაციჭამია, რომელიც მთელ სოფელს აშინებდა

imageვარაუდობენ, რომ მან ექვსი ადამიანი შეჭამა, ახლა კი როგორც იქნა დაჭერილია. ის თოკებით შეკრული მანქანაზე დააგდეს და სოფელში მოათრიეს. მის სანახავად უამრავი ხალხი მოგროვდა.

უგანდაში, ტბა ვიქტორიას სანაპიროზე დაიჭირეს ნიანგი, რომელმაც სავარაუდოდ ექვსი ადამიანი შეჭამა. უზარმაზარი მხეცი დაახლოებით 18 ფუტის სიგრძისაა და წონით თითქმის ერთი ტონაა. შეწუხებულმა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ველური ბუნების დამცავებს მიმართეს თხოვნით, რომ მოეშორებინათ ეს მხეცი. როგორც ვარაუდობენ მისი უკანასკნელი მსვერპლი ორი შვილის მამა ბოსკო ნუანსია. ბოსკო ადგილობრივი მეთევზეა, რომელიც თევზაობისას დაიკარგა. მისი ნავი ცარიელი იპოვეს ტბაზე მოტივტივე. ბოსკოს სხვა არანაირი კვალი არ არის აღმოჩენილი და მისი მეგობრები ვარაუდობენ, რომ ის ნიანგმა შეჭამა. ცხოველი როგორც ვარაუდობენ, ოთხმოცი წლის უნდა იყოს. მას მერე, რაც ადამიანის ხორცს გემო გაუგო, ბევრ მეთევზეს ჩაუსაფრდა და გაჰკრა კბილი. ბევრი მათგანი არის მისგან დასახიჩრებული. მასზე ოთხდღიანი ნადირობის შემდეგ, როცა კაუჭზე ხორცის ნაჭერი მოუბეს, როგორც იქნა კუთხეში მიიმწყვდიეს და გათოკეს. მის სანახავად მეზობელი სოფლებიდანაც კი მოგროვდა ხალხი. ახლა მას მერჩისონ ფოლსის ნაციონალურ პარკში გადაიყვანენ. image

ეს ყველაზე დიდი ნიანგია, რომელიც დაჭერილი ჰყავთ. აქამდე დაჭერილი ყველაზე დიდი ნიანგი ამაზე 47 კილოგრამით და 21 ფუტით პატარა იყო. ნიანგი აფრიკაში ლომისა და ბეჰემოტის შემდეგ ყველაზე საშიში მხეცია. ის ხშირად ესხმის თავს ადამიანს და თავდასხმების უმეტესობა სავალალოდ მთავრდება.

ისინი, როგორც წესი, დაითრევენ თავის მსხვერპლს, ჩაიწევენ წყალში სანამ არ დაახრჩობენ ნადავლს და მერე მიირთმევენ.image

3
1225
9-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1225
  
2014, 6 აპრილი, 22:10
საწყალი ნიანგი :(
2014, 6 აპრილი, 12:03
:D
0 1 3