სხვა საშინელი დაავადება, რომელიც იღვიძებს და აშინებს მეცნიერებს. ის გვამების გადნობის შედეგად ჩნდება 2014, 11 მარტი, 0:19 ეს იყო ყველაზე საშინელი ავადმყოფობა მთელს მსოფლიოში, რომელიც ფარავდა ადამიანის სხეულს მტკივნეული ანთებითი ლაქებით. მეცნიერებს ძალიან ეშინიათ, რომ ეს საზარელი ჭირი, რომელიც 1979 წელს ლიკვიდირებული იქნა, ისევ იღვიძებს ყველაზე მოულოდნელ ადგილებში-გვამების გადნობის შედეგად. ექსპერტების ჯგუფი ვარაუდობს, რომ ამ ინფექციური დაავადებით(მას ყვავილს ეძახდნენ) დასნებოვნებული გვამები, რომლებიც ოდესღაც დასაფლავებულნი არიან ციმბირში, დნობისას დაიწყებენ ინფექციის ციკლს. დასასნებოვნებლად კი მხოლოდ მათთან კონტაქტია საჭირო. ეს საშიშროება მრავალი წელია არსებობდა, მაგრამ ახლა უფრო აქტუალური გახდა. მას შემდეგ, რაც ციმბირში აღმოაჩინეს 30 000 წლიანი ვირუსი, რომელსაც საფრანგეთში იკვლევენ. მეცნიერები წარმოდგენილ ანგარიშში შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ გაყინული გვამებიდან, რომლებსაც ეს ავადმყოფობა ჰქონდათ, ინფექცია მოხვდება გარემოში. ეს როგორც კი მოხდება, მაშინვე დაიწყება გლობალური პანდემია. ჯერ კიდევ 2002 წელს რიჩარდ სტოუნმა დაწერა სტატია, სადაც აღნიშნა, რომ ყვავილი იმალება არქტიკაში. მან აღწერა კოშმარული ადგილი მდინარე კოლიმთან ახლოს, ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირში, სადაც იაკუტიის მთავრობა ქმნის ჯგუფებს მე-18 საუკუნის გვამების გამოსაკვლევად. ეს კი აუცილებლად გამოიწვევს ვირუსის გაღვიძებას. ის წერდა, რომ აღმოჩენილი იყო ირმის ტყავებში გახვეული ბავშვის მუმიფიცირებული სხეული, რომელსაც ტანზე შავი ლაქები ჰქონდა, რაც ყვავილის უტყუარი ნიშანია. მოგვიანებით საფლავს მოასხეს სადეზინფექციო ხსნარი ავადმყოფობის თავიდან ასაცილებლად. ამ საშინელი დაავადებით მარტო მე-20 საუკუნეში 300 მილიონი ადამიანია გარდაცვლილი. იქ კი იმიტომ იქნება შემორჩენილი, რომ თბილ ქვეყნებში გვამები გახრწნილია, ხოლო არქტიკაში გაყინულ ორგანოებზე შემორჩენილი იქნება ინფექციის კერები. 5060 16-ს მოსწონს 1-ს არა |
1978 წლიდან აღარ კეთდება საყოველთაო აცრა ყვავილზე, ითვლება დამარცხებულ დაავადებად.