x
image
t.x.
18 წლის გოგონამ მშობლებს სასამართლოში უჩივლა
imageმშობლებმა გოგონა სახლიდან გააგდეს, ის კი 18 წლისაა და ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა. გოგონას მამა გადამდგარი პოლიციის უფროსია, რომელიც ამტკიცებს, რომ შვილი არაფერს უჯერებდა და თავის ჭკუაზე ცხოვრობდა. მან გასულ კვირას სასამართლოში მშობლების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, სადაც ის ფინანსურ დახმარებას ითხოვს.

რეიჩელ კანნინგს 18 წელი ახლახან შეუსრულდა. საეჭვოა, რომ მან აიძულოს მშობლები გამოუყონ ფინანსური დახმარება.image
ის ამჟამად მეგობართან ცხოვრობს. მამა, შონ კანნინგი კი ამბობს, რომ მას არ გაუგდია სახლიდან, ის თავნებაა და არ ემორჩილებოდა მამის კანონებს. რეიჩელი სახლიდან ქალაქის საუკეთესო უბანში გადაბარგდა. ის ამბობს, რომ თავის დაბადების დღეზე, როგორც კი 18 გახდა, მშობლებმა უარი განუცხადეს ყოველგვარ გადასახადებზე. მან უკვე მიიღო რამდენიმე უნივერსიტეტიდან თანხმობის წერილი და სტიპენდიები სხვადასხვა კერძო კოლეჯებიდან. მის მშობლებს უკვე აქვთ ვალი ახლანდელი კათოლიკური სკოლისა 5306 ევროს ოდენობით. რეიჩელს საუკეთესო შეფასებები აქვს, ამიტომ მისი გარიცხვისგან თავი შეიკავეს.

მამა უარს აცხადებს ქალიშვილის ანგარიშების გადახდაზე. მას უნდა, რომ შვილმა სახლში იცხოვროს და დაემორჩილოს ოჯახურ წესებს.

ადგილობრივმა ყოფილმა ჩინოვნიკმა რეიჩელს ადვოკატის ფული გადაუხადა და გაკვირვებულია მისი მშობლების საქციელით. ამბობს, რომ გოგონა საოცრად კარგად სწავლობს, არის კომუნიკაბელური, აქტიური და ხალისიანი. არ იმსახურებს მშობლებისგან ასეთ საქციელს. რეიჩელი კი ამტკიცებდა, რომ სახლში შებოჭილი იყო და მზეზე გასარუჯადაც კი არ უშვებდნენ.


სარჩელი პენსილვანიის შტატის ქალაქ მორრისტაუნის სასამართლოში განიხილება. მოსამართლე აცხადებს, რომ 40 წლიან პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა არ ჰქონია და მშობლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ შვილების ელემენტარული მოთხოვნები.

2
276
8-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
276
  
2014, 6 მარტი, 1:32
CNN - ზე ვნახე ამის ვიდეო თან ლაივი იყო სასამართლოში, მაგრამ არ მიყურებია ))
0 1 2