სხვა "ქალთევზები: ნაპოვნია სხეული" 2012, 6 ნოემბერი, 18:39 მეცნიერებმა ქალთევზებზე სიმართლე გამოარკვიეს. ამერიკის ოკეანოლოგიის და ატმოსფერული კვლევის ნაციონალურმა ცენტრმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ მტკიცებულება ქალთევზების არსებობაზე არც არის და არც ყოფილა. ხალხს ოდითგანვე აინტერესებდა არსებობდნენ თუ არა ქალთევზები. ასეთი კითხვებით ხშირად მიმართავდნენ შესაბამის ორგანოებს. სწორედ ამიტომ გამოაქვეყნეს განცხადებაც მათი არარსებობის შესახებ. კითხვები კი ერთ-ერთ არხზე ფილმის- "ქალთევზები: ნაპოვნია სხეული" -ს ჩვენებამ გამოიწვია. ხალხს ეს ფილმი დამაჯერებელი ეჩვენა. ხალხი ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურს სთხოვდა წყლის ღვთაებების არსებობის დადასტურებას. სამსახურმა კი უპასუხა, რომ ცნობილია, რომ ქალთევზები ნახევრად თევზი, ნახევრად ადამიანი - მხოლოდ მითიური არსებაა. 2241 10-ს მოსწონს 1-ს არა
|