x
image
t.x.
"მე არ ვნანობ, რომ მოვკალი ჩემი შვილი" - აცხადებს 22 წლის ვაჟის დედა
imageის გასულ კვირას გამოუშვეს ციხიდან. დედა თვლის, რომ ეს მისი მხრიდან კეთილშობილური საქციელი იყო, თუმცა მკვლელობისთვის მაინც დაიჭირეს. ის ციხეში ხუთი წელი იჯდა. ხუთი წლის მანძილზე, ყოველ ღამე იხსენებდა ახალგაზრდა, ლამაზ, ჯან-ღონით სავსე, მხიარულ 22 წლის შვილს. როგორც კი ჩასთვლემდა, ესიზმრებოდა შვილი როგორ დაბრუნდა საიქიოდან და სდევნიდა მას. მთელი ღამეები ტიროდა, როცა იხსენებდა როგორ იწვა მისი ვაჟი საავადმყოფოში ქირურგებისგან დამახინჯებული სახით, რომლებმაც გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს. მათ შეძლეს მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნება უბედური შემთხვევის შემდეგ. imageimageპირიდან გადმოგდებული გასივებული ენა, გახელილი თვალები, რომლებიც ვერაფერს ხედავდნენ, ახდილი თავის ქალა, რომ არ დასწოლოდა ტვინს. კონტაქტში ვერ შემოდიოდა, საჭიროებდა 24 საათიან მოვლას მთელი სიცოცხლის მანძილზე.

"ჩემი შვილის დანახვა ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო და ეს უნდა გაგრძელებულიყო უსასრულოდ. ციხეში, როცა ჩემს თავს ვეკითხებოდი, სწორად მოვიქეცი თუ არა, ვიხსენებდი ტომის ამ საშინელ მდგომარეობას, ის ცოცხალი იყო, სიცოცხლის გარეშე. მე თავს კარგად ვგრძნობდი, რადგან გავათავისუფლე ტანჯვისაგან".

ფრენსისი 61 წლისაა. მას ყოველთვის უზომოდ უყვარდა შვილი. სანიმუშო ცოლმა, სამი შვილის დედამ ქუჩაში 200 გირვანქა სტერლინგად იყიდა ჰეროინი და შვილს გაუკეთა.

ფრენსისი თვლის, რომ კარგად მოიქცა, კანონის წინაშე კი დამნაშავეა მკვლელობაში. მას მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ხუთ წელიწადში გამოუშვეს.



ფრენსისი ვაჟებთან(მარჯვნივ პირველი ტომია)

image

ფრენსისი ამბობს, რომ მისი შვილი მოკვდა მშვიდად.image
ბოლო სიტყვები, რაც მოისმინა, დედისგან იყო ნათქვამი, რომ უყვარდა ის. ექიმებს შეეძლოთ გამოერთოთ ის აპარატიდან, მაგრამ ის კიდევ იწვალებდა ერთ კვირას მაინც და შიმშილით მოკვდებოდა. თუ არ გამორთავდნენ, 40 წელს მაინც გაძლებდა ახალგაზრდა სხეული, თუმცა განწირული იყო სამუდამო ტანჯვისათვის.


21 წლის ტომს ქუჩაში ჩხუბი მოუვიდა. გახეთქილი ტუჩის გამო ის სასწრაფო დახმარების მანქანას საავადმყოფოში მიჰყავდა. ტომს არ უნდოდა წასვლა და მანქანიდან გადმოხტა. სწორედ მაშინ მიიღო ეს საშინელი ტრავმა.

ფრენსისს კი ის ანუგეშებს, რომ ტომი გაამართლებდა მის საქციელს.

8
895
8-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
895
  
2014, 9 იანვარი, 14:36
ეს მკვლელობაა იურიდიულადაც და უფლის წინაშეც - ეს ქალი მკვლელია რა ჰუმანურობიდაც არ უნდა შეფუთოს თავისი საქციელი !!!
2013, 13 დეკემბერი, 15:14
12 წელია ამერიკაში ცხოვრობ და მაინც სულით და გულით ქართველი ხარ :) გაიხარე შენ.მთელი გულით გისურვებ ბედნიერებას და მალე დაბრუნებას
2013, 13 დეკემბერი, 15:11
მე თვითონ 22 წლის ვარ ნურავის გამოაცდევინოს შვილის დაღუპვა სიცოცხლეს უფალი გვაძლევს არავინ დავრჩებით სამარდისოდ მიწა იყავ და მიწად იქეციო ხო გაგიგია. ყველას ჩვენი დრო გვაქ ღმერთმა 100წელისადს გვაცოცხლოს ჩემო ქართველო იბრალოდ მე მწამს რო ქართველი დედა იმას არ იზავდა რაც ამ ქალმა ჩაიდინა სიცოცხლუს ბოლო წუთამდე იბრძოლებს შვილთან ერთად ერთ ისტორიას მოგიყვებოდი მარა აქ ვერ დავწერ თუ არ გიამბე შეიძლება შევხვდეთ და მოგიტვები რომელიც ჩემ ოჯახს დაემართა .თავ აწეულმა აიარე Mთელი შენი ცხოვრება შენ დაიკოსთან და დედიკოსტან და მამიკოსთან ერთად .
2013, 13 დეკემბერი, 14:49
გაიხარე ძალიან დიდი მადლობა მაგ სიტყვებისთვის.მესმის რათქმუნდა რაც შენ იგულისხმე,მეც მყავს ახლობელი რომელიც 35წელია უკვე მის დამბლადაცემულ შვილს უვლის და ვხედავ როგორ წვალობენ ორივე მაგრამ ეგ სულ სხვა შემთხვევაა რაც ამ სტატიაში აღწერილი.წარმოიდგნე გონზეც ვერ მოვიდოდა,თვალებიდან ვერ იხედებოდა,თავის ქალა ახდილი,ენა გადმოგდებული...რა აზრი ქონდა მის სიცოცხლეს და ტანჯვას?რომელ ნორმალურ დედას უნდა უნდოდეს მისი შვილის სიკვდილი მაგრამ ასეთ დღეში რო ხედავ წარმოიდგინე როგორი ტანჯვაა.რა აზრი ქონდა ვინ მოუვლიდან,სად მოუვლიდა,როგორ მოუვლიდა,ცოცხალი გვამი იქნებოდა და ვსო.ერთ ეგეთ შემთხვევას შევესწარი ჩემ დას დაემართა მენინგიტი,ინფექციურში მის გვერდით იწვა ბავშვი რომელსაც ტვინი ქონდა გაწყალებული არასწორი მკურნალობისგან,გახელილი ქონდა თვალები უბრალოდ მაგრამ ვერც აზროვნება,ლაპარაკზე და რეაქციებზე ხო ზედმეტია ლაპარაკი,უბრალოდ გული ქონდა ძლიერი და ყავდათ აპარატზე.საწყალი დედამისი ყოველდღე გაშტერებული უყურებდა იმ იმედით რო ეხლა მოვა გონსო.ბოლო ექიმებმა მისთვის თვალები ამოკერვა გადაწყვიტეს,აზრი არააქვს არაფერსო,მაგრამ აპარატიდან ვერ თიშავდნენ იმიტორო მშობლის ნებართვის გარეშე უფლება არააქვთ.რა იყო ეხლა მისი სიცოცხლე?დაესვენა არ ჯობდა?:'(
2013, 13 დეკემბერი, 13:22
რა არის იცი ქართველო დიდება უფალს ის ხო შვილია შენი მე ვიცნობ დედებს რომელსაც შვილები ყავთ დამბლით დაავადებულები და უვლიან მე ვიცნობ დედებს რომლებიც უგონოდ მყოფ შვილებს 10 წლეულებია უვლია ნ არის მაინც ნამცეცი ოდენნა შანსი რო ის ისე გაივლის და ისევ იტყვის (დედიკო მიყვარხარ) უბრალიდ უნდა გწამდეს მედიცინა ხანდახან ცდება მე ტვიტონ ამერიკაში 12 წელია ვცხოვრობ და ჩემი პროფესით ვიცი რაც არის და როგორც მით უმეტეს ისინი მკურნალობენ საეთ ავანდყოფებს ოჯახს კისერზე არ იკნებოდა მხოლოდ დედია მოფერება და ზრუნვაა ყველაპერი იმედია მიხვფი ჩემ სატქმელს. ყფალი გფარავდეს ჯამრტელობას და ბედნიერებას გისურვებ ქართველო ქალბატონო მე მჯერა ქარტველი ქალის მანდილის ის ყოველთვის შვილის გულიზა იცოცხლებს და შენც ამას გისურვებ გულით და დიდი სიყვვარულით .
2013, 13 დეკემბერი, 11:11
სხვისი განკითხვა ადვილია და მის ადგილას წარმოიდგინე მისი თავი! როგორია მთელი ცხოვრება შენი შვილის ასეთ მდგომარეობაში ყურება და მისი ტამჯვა?ძალიან შემეცოდა ეს ქალი :( რატო ხდებოდა ის დალოცვილი კიდე იმ მანქანიდან არ ასვენებდა გამჩენი?:(
2013, 13 დეკემბერი, 6:07
მე რო მესროლე მიტო კი
არ ხარ მოსაკლავი ფულის გულიზა
კაცის მოკვლა რო შეგიძლია მიტო.
შენ ვინ მოგქცა უფლება შეეხო ადამიანის
სიცოცხლეს მით უმტეს შვილის მე მეცოდები შენ დედაკაცო იმიტომ რომ დედა გქვია.
2013, 12 დეკემბერი, 22:38
აუ, გამაჟრჟოლა, რა საშინელი ამბავია... კომენტარსაც კი ვერ დაწერ:(
0 1 8