საქართველო გარეულია თუ არა გოგა ხაჩიძე ქალის მკვლელობაში 2013, 10 თებერვალი, 21:16 როგორც იცით 8 თებერვალს დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის. ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ, გოგა ხაჩიძე მკვლელობაში დაადანაშაულა. ამ ფაქტს ბატონი გოგა, თავის ფეისბუქზე ეხმაურება: "გუშინ, ვიღაც კაცი მოვარდა ჩემთან და ყვირის: აი ამან მოკლა ქალიო და ხელში ეჭირა რაღაც ფოტოები. ამის შემდეგ, ჩემი მთელი ძალისხმევა იქითკენ იყო მიმართული, რომ ეს ფოტოები ჟურნალისტებისთვის ეჩვენებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, გაურკვეველ ქაღალდებს აფრიალებდა და გაჰკიოდა ამან მოკლა ქალიო... "ოცნების" კლასიკური რიტორიკაა: ამან მოკლა ქალი, ამან შეჭამა ბავშვი, ამან დაანგრია ეკლესია, ამან დაბომბა ხიროსიმა და "დაჟე" ასტეროიდი აპოფისი სინამდვილეში ეს არის და განადგურებით ემუქრება დედამიწას..." 901 10-ს მოსწონს 1-ს არა
|