x
image
nukrichanturia
რა ქონებას ფლობს "პატარა ბიძინა"

image ოლეგ იაძემ, ანუ როგორც საკუთარ თავს ის უწოდებს, "პატარა ბიძინამ", თავისი ქონებრივი დეკლარაცია, როგორც კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, 2013 წლის 21 იანვარს შეავსო. როგორც დეკლარაციიდან ვგებულობთ, მას პირადობის მოწმობაში სახელად ომარი უწერია. ომარ იაძე დაიბადა 1961 წლის 29 მარტს კასპში. ჰყავს მეუღლე - ნანა იაძე, დაბადებული 1961 წლის 6 იანვარს. წყვილს ჰყავს ორი შვილი. ახლა რაც შეეხება უძრავ ქონებას. ომარ იაძის საკუთრებაშია ბინა თბილისში, თემქის დასახლებაში, რომლის ფართობი 24 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ომარ იაძე ფლობს მიწის ნაკვეთს, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, რომლის ფართობი 1000 კვ. მეტრს შეადგენს. უფროსი ვაჟიშვილი, გიორგი იაძე ფლობს ორ ბინას თბილისში, ხოლო უმცროსი ვაჟიშვილი ქუთაისში ფლობს ბინას. ომარ იაძეს ჰყავს ავტომანქანა nisan-patfainder. დეკლარაციის მიხედვით, ომარ იაძე არ ფლობს, რაიმე ფასიან ქაღალდებს და არ მონაწილეობს კომერციულ საქმიანობაში. ახლა რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს. იგი ერთი შეხედვით, მეტად მწყრალად გამოიყურება. დეკლარაციის შევსების დროს, ომარ იაძეს "კორსტანდარტ" ბანკის სახელფასო ანგარიშზე 1.5 ლარი ერიცხებოდა, ხოლო ნანა იაძეს "პროკრედიტბანკის" სახელფასო ანგარიშზე 103 ლარი ჰქონდა. დეკლარაციის შევსების დროს, ომარ იაძეს, ხელთ ჰქონდა ნაღდი ფული, 10000 ლარისა და 5000 დოლარის ოდენობით. ოლეგ იაძის ანაზღაურებამ, კასპის გამგებლის თანამდებობაზე, ერთი თვის განმავლობაში 5902 ლარი შეადგინა. ნანა იაძე იყო საერო უნივერსიტეტ ორიენტირის რექტორი. მისმა ანაზღაურებამ ამ პოსტზე, ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში 3600 ლარი შეადგინა. ამ დროის განმავლობაში ომარ იაძის ოჯახს, არ მიუღია რაიმე საჩუქარი, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატებოდა 500 ლარს.

0
381
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0