საზოგადოება "დედამთილმა და შინაბერმა მულმა ოჯახი დამინგრიეს" 2013, 28 იანვარი, 23:42
ძმა მომეხმარა და დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე. ერთოთახიანი ბინა ვიყიდე და სამსახურიც ისეთი მაქვს, რომ ბავშვების რჩენა არ მიჭირს. ყოფილი ქმრის მიმართ კი საშინელ სიძულვილს ვგრძნობდი. ცოტა ხნის წინ ყოფილ ქმარს ქუჩაში მოვკარი თვალი. დაბერებული და გატეხილი მომეჩვენა. ზურგზე რაღაც ტომარა ჰქონდა მოგდებული და ისე მიდიოდა, სახეც შეწუხებული ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ გული არასდროს მომიბრუნდება და არც შევურიგდები, რაღაცნაირი სიბრალული ვიგრძენი. სახლში რომ მივედი, ტირილი დავიწყე. ჩემს გაუბედურებულ ცხოვრებას დავტიროდი. ისიც შემებრალა, ბოლოს და ბოლოს ერთად შვიდი წელი ვიყავით და ერთ დროს მასზე ყურებამდე შეყვარებულიც გახლდით. რატომ დაგვინგრიეს ცხოვრება? ნუთუ მის დასა და დედას სიამოვნებთ, ასეთი გაუბედურებული რომ დადის? 104 5-ს მოსწონს 3-ს არა |