x
image
nukrichanturia
"მეზობლის ცოლს, ჩემთან სექსი მოუნდა"
image "ერთ მნიშვნელოვან ამბავს გიამბობთ, რომელიც, ვერ წარმოვიდგენდი, რომ მე გადამხდებოდა.

მაშ ასე, დავიწყებ და მკითხველმა განსაჯოს, ამ უკუღმართობის ლაბირინთიდან გამოსავლის გზები სად არის. კარგა ხნის წინ ამერიკელი მწერლის, რინგ ლარდნერის "მყუდრო ოჯახი" წავიკითხე, თუ როგორ გადაჰკიდა სამკვდრო-სასიცოცხლოდ ორი მეგობარი ერთმანეთს ერთ-ერთის მეუღლემ. სამწუხაროდ, მსგავსი უბედურება მეც დამემართა, რითიც შეძრწუნებული ვარ.

მე და ჩემი ერთ-ერთი მეზობელი სიამტკბილობით ვცხოვრობდით. საქართველოში გაჭირვება რომ დაიწყო, ოჯახის გატანისა და თავის გადარჩენის მიზნით ჩემი მეზობელი ბედის საძიებლად რუსეთში წავიდა და ცოლ-შვილს იქიდან ეხმარებოდა. ერთ დაწყევლილ დღეს მისმა ცოლმა მთხოვა, ელექტროგაყვანილობა დაზიანებული მაქვს და გამიკეთეო. უარი არ მითქვამს და ყველაფერი გავაკეთე. ის იყო, უნდა გამოვსულიყავი სახლიდან, რომ ქალმა სხვა თემაზე დამიწყო საუბარი... ვაგრძნობინე, რომ მისი ოჯახი ჩემთვის ახლობელი იყო და სახლიდან მშვიდად გამოვედი. მან კი საშინელი, არ ვიცი, დამცინავი თუ მომავალი ბოროტებისთვის გამიზნული მზერით გამომაცილა. მას შემდეგ იმ სახლში ფეხი არ შემიდგამს.

გავიდა დრო, ჩამოვიდა მისი მეუღლე და არ ვიცი, რა ბოროტება დაატრიალა მისმა ცოლმა, რა უთხრა, რა უამბო ისეთი, რომ ის კაცი სამუდამოდ გადამეკიდა. მე ის კაცი მეგონა, სინამდვილეში კი ქალის ენის ამყოლი ყოფილა. ამას გულწრფელად ვამბობ. იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მომიხადოს და პატიება მთხოვოს, თავისი საქციელით ამაყად თავაწეული დადის და თავი ღირსეულ კაცად მიაჩნია. მის ნაცვლად მე მრცხვენია.


ამის შემდეგ დავრწმუნდი, რომ სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ქალი ყველაზე საშიში ყოფილა.



0
395
5-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
395
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0