x
image
nukrichanturia
"დედამ და დეიდამ შვილი გამიშვილეს
image 28 წელია ვიტანჯები. ამდენი წლის განმავლობაში ვეძებ... მრცხვენია იმის თქმა, ამდენი წელი ვის ვეძებ, მაგრამ იძულებული ვარ, ვთქვა - საკუთარ შვილს ვეძებ, რომელიც დედამ და დეიდამ გამიშვილეს, როცა ის სამი თვის იყო.

სასწაულების მჯერა. მას მთელი სამი თვის განმავლობაში ზაზას ვეძახდი. დედაჩემსაც და დეიდაჩემსაც ჩემი ტანჯვის სამაგიერო ღმერთმა გადაუხადა. უფალმა ორივეს გაზრდილი, დავაჟკაცებული შვილები წაართვა. ღმერთმა იცის, რომ ჩემი ძმის გამო გული ძალიან მტკივა. სწორედ ჩემი ძმის მოსაძებნად გამაგზავნეს საზღვარგარეთ. იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა და დღესაც არ ვიცით, ცოცხალია თუ მკვდარი. იქიდან რომ დავბრუნდი, შვილი სახლში აღარ დამხვდა. ჩემთვის ეს რა იყო, მხოლოდ ღმერთმა იცის. ჯერ მომატყუეს და მითხრეს, ბავშვი გარდაიცვალაო. მწუხარებისგან გაგიჟებული საფლავის ჩვენებას რომ ვაძალებდი, ერთ-ერთმა ახლობელმა მითხრა, რომ ბავშვი შენს არყოფნაში გააშვილესო.

შემდეგ გავიგე ასე რატომ მომექცნენ. ის მამაკაცი, რომლისგანაც ბავშვი მყავდა, არ მოსწონდათ და უნდოდათ ერთმანეთს დავშორებოდით.

ჩემთვის იმ დღიდან ყველაფერი დამთავრდა. სიცოცხლე ტანჯვად გადამიქციეს. ასე რომ ვიტანჯებოდი, ახლობლებმა მითხრეს, შენი შვილი რუსთავში გააშვილესო. დილით ადრე მივდიოდი თბილისიდან რუსთავში და ქუჩებში უაზროდ დავეხეტებოდი. სადაც კი ბავშვიან ქალს დავინახავდი, უკან მივდევდი და ჩანაწერებს ვაკეთებდი. მაინტერესებდა, სად ცხოვრობდნენ, მათ შესახებ ყველაფერს ვკითხულობდი.


ამჟამად საზღვარგარეთ ვარ სამუშაოდ წასული და აქაც კი, რომ ვნახავ 28 წლის ბიჭს, ვცდილობ გავიგო, საიდან არის. მისი ძებნა უკვე ავადმყოფობად მექცა.

დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს შვილს ვიპოვი და ამით ჩემი ტანჯვაც დამთავრდება.


0
170
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
170