საზოგადოება "თურმე ჩემს ქალიშვილს იმპოტენტი ქმარი აწამებდა" 2013, 18 იანვარი, 11:09 ![]() ჩემი გოგონა ძალიან ლამაზია. არ გეგონოთ, რომ ჩემი შვილი რომ არის, მაგიტომ ვამბობ. ქუჩაში რომ მიდის, თვალს გააყოლებ, ათას ქალში გამოარჩევ. უამრავი თაყვანისმცემელი და მთხოვნელი ჰყავდა. ყველას უარს ვეუბნებოდი. არც თვითონ ჩქარობდა, რადგან ჩემი მწარე მაგალითი კარგად ახსოვდა. ის ვაჟბატონი რომ გაიცნო, როგორც გითხარით სიხარულით ცაში დავფრინავდით. ვამბობდით, ბედმა ჩვენთვის საუკეთესო გაიმეტაო. ჩემი გოგონა ბიჭის მამას მოეწონა. რომ მითხრეს, შენი შვილი სარძლოდ მოეწონაო, არ დავიჯერე. მეზობლებს ვუთხარი, როდის იყო ასეთი ხალხი, ჩვენნაირი ოჯახით ინტერესდებოდა მეთქი. ამ ამბიდან ზუსტად ერთი თვე არ იყო გასული, როცა ჩემთან, ოჯახში მოვიდნენ და ხელი ოფიციალურდ გვთხოვეს. ბიჭიც ძალიან მოგვეწონა. განათლებული ახალგაზრდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. სექსტემბერში ქორწილი გადაიხადეს და ახალდაქორწინებულები მეორე დღეს მოსკოვში გაფრინდნენ. თითქოს ამოვისუნთქე. ვიფიქრე, სიბერე მაინც კარგი მექნება მეთქი, მაგრამ ბედისწერამ თავიდანვე გაგწირა, მერე ალბათ კარგზე არც უნდა იოცნებო. ქორწილიდან დიდი დრო არ იყო გასული, როცა ჩემმა შვილმა დამირეკა. ტიროდა, მეხვეწებოდა, უნდა წამოვიდე, გაძლება აღარ შემიძლიაო. თავზარი დამეცა, ლამის გავგიჟდი. მეგონა, რაღაცაზე იყო გაბრაზებული. ოჯახში პრობლემებს რა გამოლევს, ამიტომ ვუთხარი, ქალი რომ გათხოვდება, ყველაფერი უნდა მოითმინოს მეთქი. თავს ვიმშვიდებდი, შეიძლება დედამთილმა აწყენინა ან ქმართან წაკინკლავდა მეთქი. ცოტა ხანში ტირილით დამირეკა და მითხრა, რომ მოვკვდები, ნუღარც ჩემს ცხედარს მიიღებ და ნურც მკვდარს დამიტირებო. ერთადერთი შვილი ასეთ სიტყვებს რომ გეტყვის, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა. შევშფოთდი და ვთხოვე, მოეყოლა, რა სჭირდა, რატომ გამორბოდა. მითხრა, ყველა თან მყვება, მაგრამ ქმართან მაქვს პრობლემა, რასაც ტელეფონით ვერ გეტყვიო. რამდენიმე თვეში ჩემი ქალიშვილიც წამოვიდა. თურმე ჩემი სიძე იმპოტენტი იყო და ჩემს შვილს საშინლად აწამებდა. მაჩვენა დალურჯებული, სიგარეტით ამომწვარი სხეული. ჩემი ლამაზი გოგონა ისე იყო შეცვლილი, რო გული მომიკვდა. დავურეკე მამამთილ-დედამთლს და ვუთხარი, ავადმყოფ შვილს მიხედეთ, ჩემი შვილი თქვენთან არ დაბრუნდება მეთქი. შვილი ამდენი წვალებით იმიტომ კი არ გავზარდე, რომ ვიღაცეებმა მომიკლან მეთქი. თურმე მშობლებმა იცოდნენ თავიანთი შვილის გასაჭირი. ამის მიუხედავად ცოლი მოაყვანინეს. ალბათ იფიქრეს, უპატრონო ბავშვია და ყველაფერს აიტანსო. ეხლა აღარც ზღაპრების მჯერა და არც იმის, ოდესმე სიხარული თუ გვეღირსება. 1285 7-ს მოსწონს 4-ს არა
|