x
image
nukrichanturia
"კლასში ერთი კვირის გადმოსული იყო და სკოლის უკან უკვე ვიღაც ბიჭს კოცნიდა"
image მართალია, დასავლური ცხოვრების წესის გაცნობამ და მასთან დაახლოებამ საქართველოში ბევრი ტრადიციული შეხედულება გააფერმკთალა, მაგრამ გარკვეული ღირებულებები მაინც ხელუხლებელი დარჩა. გარეგნული ეფექტების მიღმა, როგორიცაა, ვთქვათ, გოგონების მოშიშვლებული ჭიპი, ბენდენიანი ბიჭები და სხვა, საკმაოდ ტრადიციულ შეხედულებებს და ხედვას აღმოაჩენთ.

თანამედროვე ქართველი გოგონები ბიჭებს მთავარ მოთხოვნად ყურადღების, პატივისცემის გამოჩენას და საერთოდ რაინდულ ქცევას უყენებენ. ბიჭები კი ქალში ზრდილობასა და ქალურობას აფასებენ. რაც შეეხება გამომწვევ ჩაცმულობას ან გოგონას ნაზ ტუჩებში გარჭობილ სიგარეტს, ამას დღეს რატომღაც ყურადღებას არ აქცევენ. ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში მთავარი გაგება და სიყვარულია. თუმცა მე ამის არაფერი მესმის. გოგოს კლდემამოსილება და თავის დაფასება უნდა შეეძლოს. თუ მას ადვილად მოიპოვებ, შემდეგ ურთიერთობა უფერულდება. (ჩემს შემთხვევაში ეგრე ხდება).

საქართველოში ლამაზი გოგო ბევრია, მაგრამ საკუთარი თავის ფასი ბევრმა არ იცის. დაინახავ, მოგეწონება, ანგელოზი გგონია და ისეთ რამაზე წაასწრებ, მისკენ გახედვაც აღარ მოგინდება.

ჩემს კლასში ახალი მოსწავლე გადმოვიდა - ულამაზესი გოგო, მაღალი, ქერა, ცისფერთვალება... სიმართლე გითხრათ, მომეწონა და გარკვეული სიმპათიებიც გამიჩნდა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ სკოლის უკან ერთ ჩემს სკოლელს კოცნიდა. სკოლაში ჯერ მოსულიც არ იყო, უკვე ვიღაც გამონახა. არ მომწონს ასეთი ქარაფშუტა გოგოები. ამისთანაც ცოლად ვერ მოვიყვან. სანამ კარგად არ გავიცნობ, გოგო ჩემი ცოლი ვერ გახდება.


მოკლე ერთი სიტყვით რა, ეს სტატია იმიტომ დავწერე, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტის დაცვა აუცილებელია. ბოლოსდაბოლოს თუ ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს არ სცემთ პატივს, ბიბლიაში მაინც ჩაიხედეთ.

ამ სტატიის შემდეგ ზოგი ალბათ გაიფიქრებს რა "სოფლელი" და გოიმიაო, მაგრამ ასეთია ჩემი აზრი. თუმცა ყველას საკუთარი ცხოვრება აქვს.

18
1537
11-ს მოსწონს
5-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
1537
  
2016, 14 მარტი, 20:14
პრობელემა არაა, აგერ ვარ პატიოსანი კაცი, ვვარჯიშობ დილაობით, არ ვეწევი, არ ვსვამ, 10 მცნებას არ ვარღვევ :დ
2013, 6 ივლისი, 19:31
გოგოებისგან რომ მოითხოვთ პატიოსნებას ბიჭებსაც იგივე მოგეთხოვებათ ბიბლიაში ეგეც წერია ..
2013, 25 მაისი, 11:42
წადი ტიავი მოიკალიი რაა..... სჰენ ვინ გეკიტხებაა ვისტვისს რა არი მტკივნეული და ვისტვისს არაა :X
2013, 2 მარტი, 19:41
კაი,რააა :))) მე არ მომწონს ეს ეგრეთ წოდებული ქალიშვილობის ინსტიტუსტი და კიდევ ბიბლიაში ჩახედვისკენ რომ მოგვიწოდებთ,უკაცრავად,მაგრამ ვისაც არ გვწამს ეგ ბიბლია,რა ვქნათ ?:)) პატიოსნება დასაფასებელია,მაგრამ აპკი არ არის ღირსება :))
2013, 22 თებერვალი, 16:20
მაგარია !
2013, 22 თებერვალი, 16:04
მეც ზუსტად შენსავით ვფიქრობ, შეიძლება ზოგმა თქვას ეს რა გოიმი ყოფილაო მაგრამ მათგან ბევრი შენს აზრზეა!!!!!!!!!!
2013, 19 იანვარი, 2:23
ხო ,და მგონი პირველ კომენტარში ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელი იყო :)
2013, 19 იანვარი, 2:20
მე ზოგადად ვაფიქსირებ ჩემს აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, შენი ნებაა დაეთანხმები თუ არა
2013, 19 იანვარი, 2:16
იცი,მე თვითონ მსგავი რამ არ მომსვლია,უბრალოდ გაკვირდებით ხოლმე და მიკვირს რატო უნდა ჩაერია სხვის საქმეში?არ მოგწონს კი ბატონო,არ გააკეთო,მაგრამ რატომ უნდა თუნდაც მთელი სტატია გამოაქცეყნო?!

და საერთოდ ვაკვირდები განსხვავებულობას
საქართველოსა და სხვა ქვეყნების შორის,დამიჯერეთ ისეთი ხალხი რომელის "თავაშვებულად" ცხოვრობს არის ყველგან,ასევე არის ხალხი რომელიც ცხოვობს თქვენი თქმით თავშეკავებულად..უბრალოდ საქართველოში ხალხი ცდილობს რომ ეს "თავაშვებულები" თავის მხარეს გადაიბირონ და ჭკუა ასწავლონ,მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაგასაც არ აკეთებენ და უბრალოდ "ჭორაობენ"

ამ შემთხვევაში არ არანს მართლები არავინ,ყველამ უნდა იცხოვროს ისე როგორც უნდა და საზოგადოების მხირდან არანაირი "განსჯა" არ უდნა იყოს..ეგ ხომ მაგათი ცხოვრებაა
2013, 19 იანვარი, 2:07
ეგ თემა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10