x
image
nukrichanturia
"დედა მაიძულებს, ბებერივით ჩაცმულმა ვიარო"

image ჩემი მეგობრები ძალიან ლამაზები არიან. მათთან შედარებით არაფერს წარმოვადგენ. როცა მათთან ვარ, ყურადღებას არავინ მაქცევს, მხოლოდ მათ უყურებენ და კომპლიმენტებსაც ეუბნებიან. ჩაცმითაც სხვანაირად იცვამენ. მე რაც მინდა და მომწონს, დედა ჩემთვის არ ყიდულობს. თვითონ მიდის ბაზრობაზე და რაც თავად მოსწონს, ის მოაქვს. რა ფერიც არ მომწონს, ზუსტად იმ ფერის ტანსაცმელი მოაქვს და მეუბნება, ეს უფრო გიხდებაო.

ჩემი მეგობრების ჩაცმაში მშობლები არ ერევიან. მათ რაც მოსწონთ, ის აცვიათ. მე კი დედაბერივით მაცვია. დედამ ლამის თავის კაბები ჩამაცვას. მეგობრებთან შედარებით ძალიან ცუდად გამოვიყურები. არ მინდა, რომ დამცინონ და აბუჩად ამიგდონ.

დაქალები ჩემთან რომ მოდიან, მათაც აკრიტიკებს. პირდაპირ ეუბნება, ეს რა გაცვია, სხვანაირი უფრო მოგიხდებოდაო. ყურებამდე ვწითლდები, როცა ამას ეუბნება. ვერაფრით ავუხსენი, რომ არ მინდა ასე ჩემს დაქალებს ელაპარაკოს. ერთ-ერთმა ზამთარში თმა გაიღიავა. დედამ რომ დაინახა, იყვირა, რა დროს თქვენი თმის შეღებვაა, ამდენ რამეს როგორ ბედავთო. მეგობარმა ჩემი ხათრით მოითმინა და არაფერი უთხრა. მისმა მშობლებმა ნება დართეს და დედაჩემს რა უფლება ჰქონდა, რამე ეთქვა? როცა დაქალები ჩემთან მოდიან, სულ იმის მეშინია, დედაჩემი რას ეტყვის. მათი არაფერი მოსწონს. ვერ ხვდება, რომ მათ შორის ყველაზე ნაკლები მე ვარ. მეუბნება, ყველას შენ სჯობიხარო. ბებერივით გამოწყობილი რომ დავდივარ, თვითონ ძალიან მოსწონს.

ჩემი მამიდაშვილის დაბადების დღეზე მივდიოდი და ლამაზად ჩავიცვი. დედამ რომ დამინახა, მომვარდა და თმებში წამავლო ხელი. მიყვირა, ასე სამარცხვინოდ რატომ მოდიხარო. სამარცხვინოდ თვითონ იცვამს, მე კი არაფრის უფლებას არ მაძლევს. მამიდაშვილის დაბადების დღეზე აღარ წავედი. ამაზე სულ გადაირია. მამას უთხრა, ეს არაფრის ღირსიაო. არც არაფერი მინდა. სკოლიდან საერთოდ გამოვალ და აღარ ვივლი, აღარც მეგობრებს შევხვდები. არ მინდა ყველა მე მიყურებდეს და ჩემზე იცინოდნენ. ამას სახლში ყოფნა მირჩევნია.

3
98
8-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
98
  
2013, 16 იანვარი, 15:57
საბრალო გოგჩო.
2013, 16 იანვარი, 14:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 16 იანვარი, 14:24
გენაცვალეთ მე თქვენ დისლაიქის სულში
0 1 3