x
image
nukrichanturia
"ვეძებ დედას, მისი სახელი და გვარი თამარ ძნელაძეა
image დიდი ხნის წინ დაკარგულ დედას და ძმას ვეძებ.

მამაჩემი ავადმყოფობის გამო აბასთუმანში მკურნალობდა, სადაც თავის მომავალ მეუღლეს, თამრიკო ძნელაძეს შეხვდა. დედა პროფესიით ექთანი იყო. ტრადიცული ქართული ოჯახი შექმნეს, მაგრამ ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. 8 თვის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. ჩვენ აფხაზეთში, ოჩამჩირის ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობდით. ქმრის გარდაცვალებიდან გარკვეული დროის შემდეგ დედაჩემმა აბასთუმანში დაბრუნება გადაწყვიტა, რათა იქ თავისი სამსახურით ერჩინა შვილი. დედაჩემის გადაწყვეტილებამ მამაჩემის ოჯახში უკმაყოფილება გამოიწვია. წინააღმდეგობის მიუხედავად, მე და დედაჩემი აბასთუმანში გადავედით საცხოვრებლად. მამის გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ დედაჩემი მეორედ გათხოვდა. მეორე ქორწინებიდან ბიჭი, ელგუჯა შეეძინა ( სამწუხაროდ, ჩემი ნახევარძმის გვარი არ მახსოვს).

რვა წლამდე აბასთუმანში ვიზრდებოდი. სწორედ ამ დროს მამიდაჩემი ჩამოვიდა და დედაჩემისგან მალულად წამიყვანა მამულეთში, რასაც დედაჩემისა და მამაჩემის ოჯახებს შორის დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. იმ დღიდან მოყოლებული ქვრივ მამიდასთან ვიზრდებოდი.

წლების განმავლობაში დედაჩემი არ მინახავს, მხოლოდ წერილებს ვწერდით ხშირად. მატერიალურადაც მეხმარებოდა. დედის უკანასკნელი წერილი, სკოლა რომ დავამთავრე მაშინ მივიღე. წერილში ეწერა: "შვილო, ვერაფრით გეხმარები, რადგან თვითონაც არ ვიცი, როგორ ვცხოვრობ". ცოტა არ იყოს, ამ წერილმა გამაოგნა. ეს იყო და ეს. დედა-შვილი ასე მოვწყით ერთმანეთს.


ახლა 45 წლის ვარ. მეუღლე და ორი შვილი მყავს. ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. თავს ბედნიერად ვთვლი, მაგრამ წარსულის მოგონებები მაინც გულს მიკლავს. ნუთუ არ უნდა ვიცოდე, რა ბედი ეწია დედაჩემს? იქნებ ცოცხალია კიდეც. მინდა, იგი მოხუცებულობაში მაინც ვნახო. მაინტერესებს, ჩემი ძმა ვინ არის.

გაავრცელეთ ეს სტატია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა. იქნებ გამოჩნდეს.



11
437
16-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
437
  
2013, 17 იანვარი, 12:45
პროფილში წაბრძანდით : ) იმედია დაგეხმარებიან
2013, 16 იანვარი, 15:05
ნუ თუ ეგრე გგონია გეგონოს:D
2013, 16 იანვარი, 15:00
ეეე.... არაფრის გასაჩივრებას არ ვაპირებ, რატომ არ გესმის ნორმალურად. მე შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ადამიანო. :) უბრალოდ ფაქტი დავაფიქსირე - ეს ისტორია არის ფანტაზიის ნაყოფი. კიდევ დაწერ, კიდევ წავიკითხავ, ლაიკსაც მივცემ და ასე შემდეგ. რა არის აქ გაუგებარი?
2013, 16 იანვარი, 14:53
თუ გგონია, რომ საავტორო უფლებები დავარღვE, შეგიძლია გაასაჩივრო
2013, 16 იანვარი, 14:45
ვაიმე რა დაგემართა, რამე ტყუილი ვთქვი? სხვათაშორის შეგიძლია გადახედო ჩემ სტატიებს და შეადარო. მე ინტერვიუები არ დამიდია აქ, რომ მიკროფონით სიარული დამჭირდეს. ვაგროვებ მასალას, ვამუშავებ, რეალურ წყაროებზე დაყრდნობით ვწერ და არა ჟურნალიდან ამოწერილ ისტორიებს. არ შეიძლება ასე თავდასხმა ადამიანზე და მისი შრომის აბუჩად აგდება. და კიდევ, მე რომ შენი საწინააღმდეგო მქონოდა რამე მაშინ ლაიკს არ მივცემდი მეგობარო :)
2013, 16 იანვარი, 14:36
შენ ხომ რას ამბობ, სულ მიკროფონით ხელში დადიხარ და ინტერვიუებს იწერ:D:D:D: P.S მე არ გადამხდენია, მაგრამ რეალური ისტორიებია. გინდ დაიჯერე გინდ არა
2013, 16 იანვარი, 14:21
მესმის :) მე უბრალოდ ის აგვნიშნე რომ ეს კონკრეტული ისტორია გამოგონილია
2013, 16 იანვარი, 14:00
ვისთვის როგორ ))
2013, 16 იანვარი, 13:56
სახუმაროა. გადახედე ამ ავტორის სხვა სტატიებს და მიხვდები რომ ყველა მისი სტატია ფანტაზიის ნაყოფია :)
2013, 16 იანვარი, 12:16
ეს სახუმარო არ არის :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10