საქართველო ლალი მოროშკინას ცხოვრება (+ბევრი პირადი ფოტო) 2013, 12 იანვარი, 0:50 ლალი მოროშკინა ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მას ხალხში სკანდალური ქალის იმიჯი აქვს. ყველას ახსოვს მისი დაუნდობელი ჩხუბი გაზეთ "პრაიმთაიმის" რედაქტორთან თაკო ფხაკაძესთან. მან დაზიანება თაკოს ჩანგლით მიაყენა კისრის არეში. ეს კი იმიტომ გააკეთა, რომ მისი აზრით, თაკო მას დიდი ხანია ებრძვის და შურს მისი. ამ ინციდენტის გამო იგი რამდენიმე დღე ციხეშიც კი იჯდა, საიდანაც გამოსვლის შემდეგ დაწერა წიგნი, თუ რეალურად რა ვითარება იყო სასჯელაღსრულებელ დაწესებულებებში. სხვათა შორის, ქალბატონი ლალი მოროშკინა ავტორია რამდენიმე წიგნისა, რომელიც ახლაც დიდი პოპულარობით სარგებლობს მკითხველა საზოგადოებაში.
ქალბატონი ლალი მოროშკინა დაიბადა 1969 წლის 18 ნოემბერს. მას ჰყავს ორი შვილი: ალექსანდრე ჩაგანავა - დაბადებული 1986 წლის 30 ნოემბერს და გიორგი ღოთვაძე - დაბადებული 1999 წლის 24 ივლისს.
ქალბატონ ლალის ბევრი რამ ეხერხება. ის არის ჟურნალისტი, მწერალი და სხვა. იგი 2003 წელს პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ. იგი მუშაობდა იმდროინდელ საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტროში, სადაც მას აპარატის სამდივნოს უფროსის პოსტი ეკავა.
ქალბატონი ლალი მოროშკინა, ამჟამად საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის, სოზარ სუბარის მრჩეველია. ასე რომ, ქალბატონი ლალი ისევ დაბრუნდა ქართულ პოლიტიკაში. წარმატებებს ვუსურვებ მას კარიერასა და პირად ცხოვრებაში. იმიდია, ქალბატონი ლალის ხელი ნამდვილად დაეტყობა ამ სამინისტროს და ვითარება გაუმჯობესდება. მე პირადად, მისი იმედი ნამდვილად მაქვს. იგი ძალიან სამართლიანი და პრინციპული ქალია.
984 4-ს მოსწონს 1-ს არა
|