საზოგადოება "ჩათში" გაცნობილი გოგო მიყვარდა, ცხოვრებაში კი... 2013, 11 იანვარი, 17:01 ![]() ბათუმის სასულიერო სემინარიის რექტორის დახმარებით დავითგარეჯის მონასტერში უნდა გამეტარებინა შვებულება. გარეჯში წასვლამდე თბილისისკენ წამოვედი და ანა ვინახულე. მანქანით ვისეირნეთ. მერე შინამდე მივაცილე და დავემშვიდობე. დილით გარეჯში წასვლის მაგიერ ანას დავურეკე - რესპუბლიკის მოედანზე გელოდები - მეთქი. მალე მოვიდა. ვთხოვე, ცოლად გამომყოლოდა. ცოტა კი გაიკვირვა, მაგრამ დამთანხმდა. მანქანა დავქოქე და ბათუმისკენ წავედი. უცნაური ისაა, რომ მონასტერში მიმავალმა შუა გზაში აზრი უცებ შევიცვალე და სულ სხვა რამ გავაკეთე. ჩემიანები ზარ-ზეიმით არ შეხვედრიან ამ ამბავს, მაგრამ რაღა ექნათ? შეგუება არჩიეს. ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა. ისევ სამსახური, მერე სახლი. ანა არ მუშაობდა, შინ იჯდა და მელოდებოდა. მალევე მივხვდი, რომ შევცდი, ანა არ იყო ის ქალი, ვინც გამაბედნიერებდა. იმედს ვებღაუჭებოდი - იქნებ დრომ და ბავშვის გაჩენამ გამოაკეთოს მდგომარეობა მეთქი. არ ვიცი, რის სასჯელად მომივლინა ის დღე უფალმა. ანა თბილისში იყო. დამირეკა - ექოსკოპიის მონაცემებით, ბავშვს ისეთი რამე სჭირს, რომ ექიმები აბორტის გაკეთებას მირჩევენო... სხვა გზა იყო? იმ დღიდან დაძაბულობამ იმატა. არც მშობლებთან მქონდა კარგი ურთიერთობა. დავტოვე ოჯახი და ბინა ვიქირავე. საკუთარ თავზე განაწყენებულს ბრაზი ანაზე გადამქონდა. ორივენი ვხედავდით არ ვიყავით ბედნიერები. ერთმანეთთან ყოფნა არ გვახარებდა. ერთ დღეს ახლობლის ქორწილში დაგვპატიჟეს. სამსახურის გამო ადრე წასვლას ვერ ვახერხებდი, ამიტომ დავთქვით, ჯერ ანა წავიდოდა, ორი დღის შემდეგ მეც ჩავიდოდი, მაგრამ ქორწილში წასვლის მაგიერ ჩემი ბარგი-ბარხანით მამისეულ სახლში დავბრუნდი. ანას მოკლე წერილი დავუტოვე - ყველაფერი დასრულდა მეთქი. რამდენიმე დღის შემდეგ კი წავედი იქ, სადაც 21 თვის წინ მივდიოდი- მონასტერში. 363 6-ს მოსწონს 2-ს არა
|