x
image
nukrichanturia
მსოფლიოს საახალწლო ტრადიციები
image მსოფლიოში რამდენი ერიცაა, იმდენი საახალწლო ტრადიცია, ცრურწმენა და კერძია. მოდით, ვნახოთ, როგორ ხვდებიან დღესასწაულს სხვა ქვეყნებში.

ფინელები შობის წინადღეს აუცილებლად მიირთმევენ ბრინჯის ფაფას, სვამენ ქლიავის წვენს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ ნაძვის ხის მორთვას. შუადღით ოჯახის წევრები სადღესასწაულო სუფრას მიუსხდებიან და ინდაურს კარტოფილისა და სტაფილოს გარნირით შეექცევიან.

პოლონელები და ბულგარელები საახალწლო სუფრაზე ზუსტად 12 კერძს დებენ. მათ შორის არც ერთია ხორცეული.

ავსტრიაში, უნგრეთსა და იუგოსლავიის ყოფილ ქვეყნებში საახალწლო სუფრაზე არ არის ბატი, იხვი, ქათამი და ინდაური. იქ მიჩნეულია, თუ იმ საღამოს ფრინველის ხორცს შეჭამენ, ბედნიერება გაუფრინდებათ.


გერმანელები საშობაო სუფრაზე ვაშლებით, ნიგვზითა და ქიშმიშით მორთულ კერძსა და მთელი კვირის განმავლობაში გამომცხვარ ღვეზელებს დებენ.მათი რწმენით, ვაშლი კეთილისა და ბოროტის შეცნობის სიმბოლოა, ხოლო კაკალი მაგარი ნაჭუჭითა და გემრიელი გულით - ცხოვრებისეულ საიდულოსა და სიძნელეს ნიშნავს.

ინგლისში ინდაურს პურით, ყველით, შავი ქლიავით, ნივრით, ლობიოთი, სოკოთი, ვაშლით, კომბოსტოთი ტენიან და სუფრაზე ბოსტნეულის გარნირთან ერთად გამოაქვთ.

მექსიკაში სადღესასწაულო წირვის შემდეგ ყველა თავის სახლს მიაშურებს. თუ ადამიანი მარტოხელაა, მას სიხარულით შეიფარებენ და ხილის პუნშით გაუმასპინძლდებიან.

იტალიაში, გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, უკვე დიდი ხანია ძველ ნივთებს ფანჯრიდან აღარ ისვრიან. სამაგიეროდ საახალწლო სუფრაზე კოტეჩინო კონლეტიჩი ( ღორის სოსისი ოსპით ) და დესერტად კულიჩი გამოაქვთ.

სამხრეთ ამერიკაში თვლიან, რომ საახალწლო სუფრაზე ბარდა და პარკოსნები, ასევე მწვანილი, სიმდიდრეს მოიტანს. მათი რწმენით, ბარდა და პარკოსნები მონეტების განსახიერებაა, ხოლო მწვანილი - ქაღალდის ფულის. სვამენ უალკოჰოლო ცხელ პუნშს.

ყოველმა კუბელმა, ესპანელმა და პორტუგალიელმა ზუსტად შუაღამეს ყურძნის თორმეტი მარცვალი უნდა ჭამოს ( საათის თითო ჩამოკრაზე თითო მარცვლის შეჭმა უნდა მოასწრონ), მხოლოდ მაშინ აუხდებათ სანუკვარი ოცნება.image იმედია მოგეწონათ ჩემი სტატია. ყველას გილოცავ ახალ წელს. მრავალს დაესწარით. გისურვებთ ჯანმრთელობას ცხოვრებაში და ამ საიტში მედიატორობას.




4
527
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
527
  
2012, 31 დეკემბერი, 13:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 31 დეკემბერი, 11:48
გაიხარე
2012, 31 დეკემბერი, 11:43
გაიხარე, შენც გილოცავ
2012, 31 დეკემბერი, 11:43
კაი სტატიაა ასევე გილოცავ დამდეგს
0 1 4