x
image
nukrichanturia
1 იანვარს იმხიარულეთ, 2-ში კი სასიამოვნო მომავალზე იფიქრეთ

image ადამიანთა უმრავლესობას ახალ წელს სურვილის ჩაფიქრებასა და ბედობადღის სასწაულების სჯერა. ამიტომ ცდილობენ, წლის პირველი დღეები მხიარულად, საყვარელი ადამიანების გვერდით გაატარონ, დროებით მაინც დაივიწყონ პრობლემები და დარდები.

არავინ იცის, ცრურწმენები ადამიანთა გულუბრყვილო გამონაგონია, თუ მათში რაღაც მისტიკური ძალა დევს. ის კი ფაქტია, რომ წინასწარ განწყობას, თვითშთაგონებასა და რწმენას მართლაც დიდი ძალა აქვს და მთების დაძვრა შეუძლია. ამაში ჩვენ პარაფსიქოლოგები გვარწმუნებენ. მათი თქმით, საახალწლო დღეები მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანია. საკუთარ თავს წლის გარკვეულ პროგრამას აწვდის. ამ პროგრამით 1 იანვარს ვტვირთავთ და 2-საც. ოჯახში მეკვლეს შემოსვლა, საახალწლო სუფრასთან სურვილების ჩაფიქრება სწორედ ამაზე მიგვანიშნებს. პარაფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ 1 იანვარს ვიმხიარლოთ და უკვე 2 იანვრიდან სასიამოვნო მომავალზე ვიფიქროთ.

მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წლის მიმართ ასტროლოგებისა და პარაფსიქოლოგებისაგან სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვს და ახალ წელს სურვილების ჩაფიქრებას თუ 2 იანვარს, ისევე როგორც ბარბარობის დღეს, რაღაცის დაბედების ტრადიციას ურწმუნობის პერიოდში ხალხში გავრცელებულ ცრურწმენად აცხადებს.

ეკლესიის მამები გვასწავლიან, რომ მეკვლის ტრადიციაც და ბედობის დღეც ხალხურია და ეკლესია მას არ აღიარებს. წარმოუდგენელია, ვინმეს ფეხმა სიკეთე მოგვიტანოს უფლის ნების გარეშე, ეს მხოლოდ ჩვენი ქმედებებით, ეკლესიური ცხოვრებითა და კეთილი საქმეებით მიიღწევა. საერთოდაც, მართლმადიდებლური კალენდრით ახალი წელი 14 იანვარს იწყება. 1 იანვარს ჯერ ისევ ქრისტე შობის მარხვაა და სასულიერო პირების რჩევით, ამ დროს მორწმუნე ადამიანი არამარტო ფიზიკურად, სულიერადაც უნდა მარხულობდეს. ზედმეტი დროსტარება და ღრეობა მიუღებელია. ეს დღეებიც, ისევე როგორც სხვა, ლოცვითა და უფლის დიდებით უნდა დავიწყოთ და კეთილი საქმეებით დავასრულოთ. მარხვა უდიდესი დღესასწაულით, ქრისტეშობით მთავრდება და მართლმადიდებელთა ჭეშმარიტი დღესასწაული სწორედ მაშინ დგება.






0
86
7-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0