საზოგადოება მამაკაცის ცხვირი და მისი სექსუალურობა 2012, 29 დეკემბერი, 15:07 ხალხში საკმაოდ დიდხანს იყო გავრცელებული მცდარი შეხედულება, თითქოს ცხვირის სიგრძის მიხედვით შეიძლებოდა განესაზღვრათ მამაკაცური ღირსების სიგრძე... დრო ცხადყო, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეს არ შეეესაბამება და ლეგენდებს ეყრდნობა. თუმცა ცხვირის ფორმის მიხედვით, თურმე მაინც შეიძლება განსაზღვრო მამაკაცის სექსუალურობის ზოგიერთი თავისებურება.
ის მამაკაცები, რომელთაც ოდნავ აპრეხილი და მომრგვალებული ცხვირი აქვთ, რბილი ხასიათით გამოირჩევიან. ინტიმურ ცხოვრებაში მოკრძალებულნი, უინიციატივონი, თუმცა ოჯახურ ურთიერთობებში საიმედონი არიან.
სწორი, რომაული ტიპის ცხვირის პატრონი მამაკაცი ამპარტავანია, პატივმოყვარე, ლოგინში პირველობა უყვარს და წარმართველია. თუმცა ამავდროულად, კონსერვატიულია და ინტიმური ნოვაციებისკენ არ მიისწრაფვის.
არწივისებური ცხვირი მამაკაცის ანგარიშიანობას და ხშირად სიძუნწესაც კი მიანიშნებს, ასეთი ცხვირის მქონე მამაკაცი ფიცხი და ბრაზიანია. სექსუალურ ურთიერთობებში ტემპერიამენტიანია, არ ეპუება საზღვრებს, თუმცა ძალიან იშვიათად არის ერთგული.
პატარა ცხვირი უდარდელი მამაკაცების დამახასიათებელია. ისინი ნაზები და მომღიმარნი არიან, მაგრამ ამავდროულად, გულგრილნი და არაერთგულნი. ლოგინში იშვიათად აკმაყოფილებენ ქალების სურვილებსა და მოლოდინს. დახვეწილი, ოდნავ წამახვილებული საშუალო ზომის ცხვირი მგრძნობიარე და ფაქიზი სულის მამაკაცებს აქვთ. ასეთი მამაკაცების განაწყენება იოლია, მისგან საპასუხო რეაქციას უნდა ელოდოთ. თუმცა ჭეშმარიტ სიყვარულთან შეხვედრის შემდეგ, ისინი არა მარტო შესანიშნავი საყვარლები, არამედ შესანიშნავი მეუღლეებიც ხდებიან. კეხიანი ცხვირის პატრონი თავდაჯერებული და მოუთმენელია, ნაკლებად ითვალისწინებს სხვის აზრს. სასიყვარულო ურთიერთობებში უდარდელნი და არაერთგულნი არიან. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მათთვის ცხოვრებაში მთავარი სწორედ ოჯახია. 250 8-ს მოსწონს 1-ს არა
|