საქართველო უფრო კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ქონების შესახებ 2012, 28 დეკემბერი, 13:51 საქართველოს პრემიერ-მინისტრის დეკლარაცია, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა, 30 ფურცელს მოიცავს. დეკლარაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მფლობელობაშია 49 მიწის ნაკვეთი საქართველოს მასშტაბით - მათ შორის, ბაკურიანში, ჭორვილაში, საგურამოში, საირმეში, ნატანებსა და შეკვეთილში. ასევე, მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძეს სახელზეა 6700 კვ.მ მიწის ნაკვეთი რუსეთში. პრემიერის ოჯახი 47 საცხოვრებელ სახლსა და რამდენიმე არასაცხოვრებელ ფართს ფლობს. იმის მიუხედავად, რომ პრემიერის შვილებს შორის მოხსენიებული არ არის უტა ივანიშვილი, იგი ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად მოსკოვში მდებარე სახლის მესაკუთრეა (50%-50%).
რაც შეეხება პრემიერისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს, მათ ქონებრივი დეკლარაციის სამ გვერდზე მეტი ეთმობა. ბიძინა ივანიშვილი ფლობს რამდენიმე მსხვილ უცხოური კომპანიის აქციებსაც, რომელთა შორის არიან google inc.- share (2000 აქცია/754, 5 დოლარი), siemens (7500 აქცია/80.7 ევრო), telekomunikacja polska S.A (150000 აქცია/11, 94 ევრო).
პრემიერს ეკუთვნის ასევე ჰიპერმარკეტ Carrefour-ის 30000 აქცია, ნომინალური ღირებულებით - 19, 18 ევრო. "პროგრესბანკის" 3 794 500 აქცია, ნომინალური ღირებულებით 1, 0 ლარი.
რაც შეეხება საქართველოს ან სხვა ქვეყნების საბანკო თუ საკრედიტო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებსა შენატანებს. ბიძინა ივანიშვილის სახელზე სოლიდური თანხები ფიქსირდება ბანკ "რასიაში", "რაიფაიზებანკის" მოსკოვისა და ცენტრალურ ფილიალებში, ასევე "პროგრესბანკსა" და "ქართუში".
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ამჟამად ნაღდი ფულის სახით ეკატერინე ხვედელიძე ფლობს 295 000 დოლარს, 20 000 ევროსა და 45 000 ლარს. გასული წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კომუნალურ გადასახადებში ბიძინა ივანიშვილის ოჯახს დახარჯული აქვს 160 966 ლარი, შემოწირულობის სახით 21 467 040 ლარი, ხოლო ფიზიკურ პირებზე დახმარების სახით 660 631 ლარი. რაც შეეხება საქონლის ღირებულებას, სოლიდური თანხები გადახდილია ცნობილი ბრენდების მაღაზიებში, რომელთა შორის არის - ERMENEGIHO ZEGNA, GUESS, MONTE NAPALEONE, DOLCHE - BEVERLY HILSS, GUCCI, DOLCHE - MADISON AVE, GIORGIO ARMANI, LOUIS VUITTON, CHRISTIAN DIOR, HUGO BOSS, KENZO, CHANNEL, MAC CARTNEY და ა.შ. 706 5-ს მოსწონს 1-ს არა
|