საქართველო რა ქონებას ფლობს ბიძინა ივანიშვილი 2012, 27 დეკემბერი, 23:23 საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, თავისი ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლის 25 დეკემბერს შეავსო. ბიძინა ივანიშვილი დაიბადა 1956 წლის 18 თებერვალს საჩხერის რაიონში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ახლა რაც შეეხება უძრავ ქონებას. ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი დაბა ბაკურიანში, რომლის ფართობი 61156 კვ. მეტრია. მის საკუთრებაშია ასევე დაბა ბაკურიანში მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი 27645 კვ. მეტრია. იგი ფლობს მიწის ნაკვეთს საჩხერის რაიონ სოფელ ჭორვილაში, 3070 კვ. მეტრის ოდენობით. მას მეორე ნაკვეთიც აქვს ჭორვილაში. ბატონი ბიძინა ფლობს საცხოვრებელ სახლს ჭორვილაში, რომლის ფართობი 1194 კვ.მ-ს შეადგენს. ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი წყნეთში, რომლის ფართობი 167 კვ.მეტრია. ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი საჩხერის რაიონში, რომლის ფართობი 4082 კვადრატულ მეტრს შეადგენს. იგი ასევე ფლობს მიწის ნაკვეთს მცხეთის რაიონში, სოფელ საგურამოში, რომლის ფართობი 5500 კვ. მეტრია. ასევე ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი ჭორვილაში, რომლის ფართობი 3929 კვ. მეტრს შეადგენს. მისი შვილის, ბერა ივანიშვილის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი ოზურგეთის რაიონში, სოფელ ნატანებში, რომლის ფართობი 2337 კვ. მეტრს შეადგენს. ბერა ასევე ფლობს არასაცხოვრებელ ფართს ოზურგეთში, რომლის ფართობი 7815 კვ. მეტრია. ბერა ივანიშვილი ამის გარდა, საერთო ჯამში, ოზურგეთის რაიონ სოფელ ნატანებში 29 მიწის ნაკვეთს ფლობს, რომლის საერთო ფართობი დაახლოებით 600000 კვ. მეტრს შეადგენს. ბერა ივანიშვილი ასევე ფლობს 28 საცხოვრებელ სახლს სოფელ ნატანებში. ბერა ივანიშვილის საკუთრებაშია 5 მიწის ნაკვეთი სოფელ ჭორვილაში, რომლის საერთო ფართობი დაახლოებით 150000 კვ. მეტრს შეადგენს. ბერა ივანიშვილი ასევე ფლობს 10 საცხოვრებლ სახლს სოფელ ჭორვილაში. ეკატერინე ხვედელიძეს საკუთრებაშია 2 მიწის ნაკვეთი მოსკოვში, ოდენცოვის რაიონში, რომლის საერთო ფართობი დაახლოებით 11000 კვ. მეტრს შეადგენს. ბიძინა ივანიშვილი ფლობს raptor pharmaceuticals corp - ის 1200000 ცალ აქციას, რომლის თითოეულის ფასი 5.56 ამერიკული დოლარია. ეს უმცირესი ნაწილია, იმ ქონებისა რომელსაც ბატონი ბიძინა ფლობს. ის მრავალი ასეთი ფასიანი ქაღალდების მფლობელია. მისი დეკლარაცია ახლახანს გამოქვეყნდა და თუ, ზუსტად რა ქონებას ფლობს იგი, საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს მისი გამოანგარიშება. მას უამრავი ანგარიში აქვს გახსნილი მსოფლიოს სხვადასხვა ბანკებში. გეტყვით სამ უმსხილეს ანგარიშს. count and co ბანკის მიმდინარე ანგარიშზე მას 33172278 დოლარი ჰქონდა. reiffeusen centrobank- ის ანგარიშზე 4082476 ევრო ჰქონდა. ხოლო ბანკ "ქართუში" 1556633 ლარი ჰქონდა. ეს საბანკო ანგარიშების უმცირესი ჩამონათვალია. დეკლარაციის შევსების დროს, ეკატერინე ხვედელიძეს ხელთ ჰქონდა ნაღდი ფული, 295000 დოლარის, 20000 ევროს და 45000 ლარის ოდენობით. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ბიძინა ივანიშვილის ქონებისა. 521 9-ს მოსწონს
|