x
image
nukrichanturia
რა ქონებას ფლობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

image საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თავისი ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლის 21 დეკემბერს შეავსო. ირაკლი ღარიბაშვილი დაიბადა 1882 წლის 28 ივნისს თბილისში. ჰყავს მეუღლე, ნუნუ თამაზაშვილი - დაბადებული 1983 წლის 6 აგვისტოს თბილისში. წყვილს ჰყავს ორი შვილი. ახლა რაც შეეხება უძრავ ქონებას. ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრებაშია ბინა თბილისში, გაგარინის ქუჩაზე, რომლის ფართობი 121.8 კვადრატულ მეტრს შეადგენს. იგი ასევე ფლობს ბინას თბილისში, მოსეშვილის ქუჩაზე, რომლის ფართობი 170 კვ. მეტრია. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ფლობს მესამე ბინას თბილისში, რომლის ფართობი 159 კვ. მ-ს შეადგენს. ირაკლი ღარიბაშვილს ჰყავს მსუბუქი ავტომანქანები: Mercedes Benz NNA-100 და Toyota Corolla gil 100.

ირაკლი ღარიბაშვილი არ ფლობს რაიმე ფასიან ქაღალდებს. ახლა რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს. დეკლარაციის შევსების დროს, მას ბანკი "ქართუს" მიმდინარე ანგარიშზე 1 ევრო, 4.72 დოლარი და 21.72 ლარი ერიცხებოდა. ხოლო ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 2838.42 ლარი ჰქონდა. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, ხელთ ჰქონდა ნაღდი ფული 20000 ლარის ოდენობით. დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი არ მონაწილეობს რაიმე კომერციულ საქმიანობაში და შესაბამისად აქედან შემოსავალს არ იღებს. ახლა რაც შეეხება უშუალოდ მის შემოსავალს. ირაკლი ღარიბაშვილი იყო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გამგეობის თავჯდომარე. ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, მისმა ანაზღაურებამ მოცემულ პოსტზე 75000 ლარი შეადგინა. იგი ავადროულად იყო შპს "ქართული ოცნების" დირექტორი. ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, მისმა ხელფასმა ამ პოსტზე, ასევე 75000 ლარი შეადგინა. დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილს ოჯახს, ამ დროის განმავლობაში არ მიუღია რაიმე ძვირადღირებული საჩუქარი, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატებოდა 3000 ლარს.

იმედია მოგეწონათ ჩემი სტატია. კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ, თუ რომელი საჯარო პირის ქონებრივი დეკლარაცია გაინტერესებთ. შევეცდები უმოკლეს ხანში დავაკმაყოფილო თქვენი ცნობისმოყვარეობა.


7
3371
10-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
3371
  
2013, 23 იანვარი, 22:18
არ მევასება ეს კაცი.ძაან ბლუყუნებს
2013, 13 იანვარი, 20:22
მაგარი კაცია რაა ირაკლი:)
2012, 27 დეკემბერი, 22:16
გეთანხმები
2012, 27 დეკემბერი, 17:25
130 წლის პირობაზე ჩინებულად გამოიყურება:))
2012, 27 დეკემბერი, 12:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი nukrichanturia-ის კომენტარზე
2012, 27 დეკემბერი, 12:44
ეჰ:დ
2012, 27 დეკემბერი, 12:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7