საქართველო რა ქონებას ფლობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2012, 27 დეკემბერი, 12:36
ირაკლი ღარიბაშვილი არ ფლობს რაიმე ფასიან ქაღალდებს. ახლა რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს. დეკლარაციის შევსების დროს, მას ბანკი "ქართუს" მიმდინარე ანგარიშზე 1 ევრო, 4.72 დოლარი და 21.72 ლარი ერიცხებოდა. ხოლო ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 2838.42 ლარი ჰქონდა. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, ხელთ ჰქონდა ნაღდი ფული 20000 ლარის ოდენობით. დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი არ მონაწილეობს რაიმე კომერციულ საქმიანობაში და შესაბამისად აქედან შემოსავალს არ იღებს. ახლა რაც შეეხება უშუალოდ მის შემოსავალს. ირაკლი ღარიბაშვილი იყო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გამგეობის თავჯდომარე. ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, მისმა ანაზღაურებამ მოცემულ პოსტზე 75000 ლარი შეადგინა. იგი ავადროულად იყო შპს "ქართული ოცნების" დირექტორი. ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, მისმა ხელფასმა ამ პოსტზე, ასევე 75000 ლარი შეადგინა. დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილს ოჯახს, ამ დროის განმავლობაში არ მიუღია რაიმე ძვირადღირებული საჩუქარი, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატებოდა 3000 ლარს. იმედია მოგეწონათ ჩემი სტატია. კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ, თუ რომელი საჯარო პირის ქონებრივი დეკლარაცია გაინტერესებთ. შევეცდები უმოკლეს ხანში დავაკმაყოფილო თქვენი ცნობისმოყვარეობა. 3371 10-ს მოსწონს
|