საქართველო რა რაოდენობის სესხი გამოიტანა ბანკიდან თეა წულუკიანმა 2012, 25 დეკემბერი, 17:12 საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, თავისი ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლის 21 დეკემბერს შეავსო. თეა წულუკიანი დაიბადა 1975 წლის 21 იანვარს თბილისში. გათხოვილი არ გახლავთ. ახლა რაც შეეხება უძრავ ქონებას. თეა წულუკიანის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომში, რომლის ფართობი 900 კვადრატულ მეტრს შეადგენს. თეა წულუკიანი ასევე ფლობს საცხოვრებელ სახლს სოფელ დიღომში, რომლის ფართობი 400 კვადრატული მეტრია. იგი ასევე ფლობს ბინას სტრასბურგში, რომლის ფართობი 120 კვადრატულ მეტრს შეადგენს. თეა წულუკიანს ჰყავს ავტომანქანა mini cooper rer 099. დეკლარაციის მიხედვით, თეა წულუკიანი არ ფლობს რაიმე ფასიან ქაღალდებს. ახლა რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს. დეკლარაციის შევსების დროს, მას "საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 3779 ლარი ერიცხებოდა. ხოლო საფრანგეთის ბანკ "კრედი ლიონში" მიმდინარე ანგარიშზე 801 ევრო ერიცხებოდა. დეკლარაციის მიხედვით, მას "ქართუ ბანკშიც" ჰქონდა ანგარიში გახსნილი, თუმცა იქ ფული არ ერიცხებოდა. დეკლარაციის შევსების დროს, თეა წულუკიანს ხელთ ჰქონდა ნაღდი ფული 6000 ევროს ოდენობით. თეა წულუკიანი არ მონაწილეობს რაიმე სამეწარმეო საქმიანობაში და შესაბამისად აქედან შემოსავალს არ იღებს. ახლა რაც შეეხება მის შემოსავალს. თეა წულუკინი იყო საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი, ადამიანის უფლებათა სამართალში. მისმა ანაზღაურებამ ამ პოსტზე, ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში 5396 ლარი შეადგინა. დეკლარაციაში მითითებულია, რომ თეა წულუკიანს სტრასბურგში ბანკის შესაძენად, "კრედი ლიონის" ბანკიდან სესხი გამოუტანია 248500 ევროს ოდენობით, საიდანაც მას იმ დროისთვის 94239 ევრო ჰქონდა გასტუმრებული. ამ დროის განმავლობაში, თეა წულუკიანს არ მიუღია რაიმე ძვირფასი საჩუქარი, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატებოდა 500 ლარს. დეკლარაციაში მითითებულია, რომ თეა წულუკიანს საკუთარი ავტომობილი 6000 დოლარად გაუსხვისებია. იმედია მოგეწონათ ჩემი სტატია. კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ, თუ რომელი საჯარო პირის ქონებრივი დეკლარაცია გაინტერესებთ. შევეცდები უახლოეს ხანში დავაკმაყოფილო თქვენი ცნობისმოყვარეობა. 723 4-ს მოსწონს
|