საზოგადოება მსუქანი ქალი ადვილად თხოვდება 2012, 24 დეკემბერი, 11:29 ![]() დააკვირდით, როგორი სიმშვიდითა და გაწონასწორებული ხასიათით გამოირჩევიან მსუქანი ქალები. სახეც მუდამ ღიმილით აქვთ განათებული. ისინი ნელა მოძრაობენ, ღირსებითა და საკუთარი თავისადმი რწმენით. მაშინ, როცა გამხდარი გოგონები საყიდლებზე, სატრენაჟორო დარბაზებსა და საცურაო აუზებზე დარბიან, მსუქნები მშვიდად სხედან შინ და წიგნებს კითხულობენ. აქტიურად მონაწილეობენ სამეცნიერო დისკუსიებში. ეუფლებიან უცხო ენებს, მუშაობენ სადოქტორო დისერტაციაზე და იღრმავებენ ცოდნას. მამაკაცებზე ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ გაირკვა, რომ ისინი ძალიან დაბნეული არსებები არიან. არ შესწევთ უნარი, ერთ განსაზღვრულ ობიექტზე შეაჩერონ მზერა და ერთბაშად რამდენიმე ქალისკენ გაურბით თვალი, მაგრამ თუ ასეთი მამაკაცის გვერდით მსუქანი ქალი აღმოჩნდება, პრობლემა თავისთავად მოიხსნება... მარჯვნივ გაიხედავს თუ მარცხნივ, ყველგან მას დაინახავს. ბოლოს კი აღმოაჩენს, რომ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და კეთილი არსება განგებამ სწორედ მას აჩუქა და უკეთეს ვარიანტს აღარ მოძებნის. თუ ყოველივე ზემოთქმულს გაითვალისწინებენ, მსუქან ქალბატონებს საკუთარი გარეგნობის გამო თვითგვემა არ მოუწევთ. ![]() 657 12-ს მოსწონს 3-ს არა
|