x
image
ციცი
Mediator image
მარიამ საჯაია: "არ უნდა განადგურდეს ნაციონალური მოძრაობა..." (+ მისი მომავალი სახლი ლაზიკაში)

imageნაციონალური მოძრაობის ყველაზე ახალგაზრდა წევრი და პარლამენტარი მარიამ საჯაია, თავისი პოლიტიკური გუნდის აქტიური მხარდამჭერია, რაც მისი პარლამენტში გამოსვლებიდან და facebook-ზე გაკეთებული პოსტებიდანაც ჩანს. გთავაზობთ მის სტატუსს, რომელიც მან გააკეთა სოციალურ ქსელზე:


"პირველად საქართველოს ისტორიაში: დემოკრატიულ არჩევნებში დამარცხებისა და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შემდეგ, ოპოზიციაში გადასული ყოფილი მმართველი პარტია არსებობას განაგრძობს და ეროვნული ინტერესების დასაცავად მზადყოფნას გამოთქვამს. „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ ძალას იკრებს, რათა არ დაუშვას ქვეყნის პროგრესის შეჩერება, რადგან ამის რეალური საფრთხე დადგა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

მათი პოლიტიკა მიმართულია არა წინასაარჩევნო დაპირება-ოცნებების შესრულებისკენ, არამედ რეჟიმის დამყარებისკენ, სადაც სახელმწიფო მანქანის ყველა ქმედება მიმართულია ერთი ადამიანის ინტერესების დასაკმაყოფილებლად, სადაც ქვეყანა ხდება პირადი ბიზნეს-ინვესტიციების ამოღების საშუალება და ამ ყველაფრით სერიოზულად ზარალდება საქართველო, მისი თითოეული მოქალაქე და ქვეყნის საერთასორისო იმიჯი.

ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ უნდა არსებობდეს ძლიერი ოპოზიცია, ამიტომაც არ უნდა განადგურდეს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ეს ხელისუფლებას სურს, არამედ უნდა გაძლიერდეს, კიდევ უფრო გაერთიანდეს და განაგრძოს ბრძოლა !"

გარდა ამისა იგი ისევ ოცნებობს ლაზიკას მშენებლობაზე, სჯერა რომ ლაზიკა აშენდება და მას თავისი მომავლის სახლი ასეთი წარმოუდგენიაimage

9
870
10-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
870
  
2013, 28 თებერვალი, 2:12
ეს ასწლოვანი ხეები როგორ გააშენა, მისი მომავლის სახლი ასი წლის შემდეგ ექნება?!
2012, 25 დეკემბერი, 16:42
ნაცებო= ოცნება
2012, 25 დეკემბერი, 16:41
შეყვარებულებს არ დაიკლებს უფრო სწორედ საყვარლებს და გართობით კიდე ისე ერთობა ალბათ ჩვენ არც დაგვესიზმრება
2012, 25 დეკემბერი, 16:07
ნაციონალური მოძრაობის გაძლიერება დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენ მის ყოფილ წევრს, რომლებიც ბიუჯეტს ძარცვავდნენ, დააჭერინებენ ისევ თვითონ. არადა ეს ამ ქალბატონის ინტერესებშიცაა მაგრამ ეს დიდი და ერთიანი ნაციონალური ოჯახის იდეაში აღარ ჯდება.
2012, 24 დეკემბერი, 15:14
ეჰ რავა გაიფუჭა ამ ახალგაზრდამ სახელი?ცხოვრებას კიმოიწყობს მარა რის ხარჯზე?21 წლის გოგოა, წადი გენაცვალე შეყვარებულთან ერტად ისეირნე, ნაყინი ჭამე. ლაშქრობებში იარე. სუფტა ჰაერი ჩაყლაპე. რო შეიმოკლე ახალგაზრდობა.
ისე მარტალი ხარ, ხალხზე ფიქრით შენ არ აიტკიებ ტავს და ამეებში პარლამენტარობა არც შეგიშლის ხელს.
ერთი სიტყვით უმრავლესობა ვიქნებით მოტრალური მათხოვრები და შენ იქნები ამორალი მინიონერი, როგორც დასაბამიდან. აბა შენ პარლამენტში რა გინდა ნამუსი თუ გაქ.შენი ტოლები ზემოჩამოთვლილებით ერთობიან.ლაზიკა კიარა უკვე არსებულიდან გარბის ხალხი. დებილები ვართ აბა რა
2012, 24 დეკემბერი, 13:29
ნ ა ც ე ბ ო ო ო ო ო ო
ამ
ბოლო
დროს
რომ
ო ც ნ ე ბ ო ბ თ
თუ ხვდებიიიიით
2012, 24 დეკემბერი, 11:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 24 დეკემბერი, 11:23
უკვე უყვება საჯაია ალბათ ლაზიკას ზღაპრებს თავის შვილს... თქვენგან რომ გიწერია იმედია მე არ მიგულისხმე, მე უბრალოდ მისი სიტყვების ციტირება გავაკეთე:)
2012, 24 დეკემბერი, 11:20
განადგურებასა და წარღვნებს,ნუ იძახით,გგონიათ ვინმეს აუჩუყებთ ამით გულს? უნდა გამაგრდეთ და უნდა დაელოდოთ სამართლის დადგენას... საჯაიას რაც შეეხება,დრო გამოაჩენს მის ნამდვილ სახეს მალე...შემდეგ უკვე გასაგები იქნება ასეთი აჟიოტაჟი თქვენგან...ლაზიკას რაც შეეხება ეგ ზღაპრები თქვენს შვილებს მოუყევით ძილის წინ!
0 1 9