ეროვნულ ბიბლიოთეკასთან სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.
2013, 8 თებერვალი, 18:26
ბიბლიოთეკის წინ უამრავი ხალხია შეკრებილი და სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. როგორც იცით ბიბლიოთეკის დარბაზში მიხეილ სააკაშვილის მისვლას ელოდებიან და დაგეგმილია მისი გამოსვლა. შენობასთან პატრულის დამატებითი ძალებია მობილიზებული. ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მდგარი მოპიკეტეების განცხადებით დარბაზში შესვლის უფლებას არავის მისცემენ. აქციის მონაწილეები მხოლოდ პოლიტპატიმრებს მისცემენ იქ შეღწევის საშუალება. მათ ქალაქის მერს გიგი უგულავას ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენეს და ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ შეუშვეს, რის გამოც ნაცემმა უგულავამ იქაურობა დატოვა.